ჩეხეთის 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - ახალი ერა ჩეხეთის პოლიტიკაში?
2023 წლის 13-14 იანვარს ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა, რომელშიც ხმების უმრავლესობა (35.4%) ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა მეთაურმა მოიპოვა. პეტრ პაველი საკუთარ თავს ძლიერი სოციალური აქცენტების მქონე, ანტიპოპულისტ, მემარჯვენე პოლიტიკოსად მოიხსენიებს. მან მთელი წინასაარჩევნო კამპანია ჩეხეთისთვის მშვიდობისა და წესრიგის დაბრუნებაზე, ენერგეტიკულ მდგრადობაზე, ევროპის კავშირისთან კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობასა და უკრაინის მხარდაჭერაზე ააგო.
ოპონენტები პეტრ პაველს 1985-1989 წლებში ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურ პარტიაში ყოფნის გამო აკრიტიკებენ, თუმცა , საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა პირველი ტურის შედეგებმა ცხადყო, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის უკრაინაში მიმდინარე ომისა და ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ჩეხეთის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატი პეტრ პაველია – 2012-2015 წლებში ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური და 2015-2018 წლებში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე (34.9%) ანდრეი ბაბიში გავიდა, რომელიც 2017-2021 წლებში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ხოლო 2014-2017 წლებში ფინანსთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს იკავებდა.
ანდრეი ბაბიში ჩეხეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეორე ადგილს იკავებს. მის მფლობელობაშია სასოფლო-სამეურნეო კონგლომერატი – „აგროფერტი“, რომელიც 250-მდე კომპანიას აერთიანებს.
2012 წელს ანდრეი ბაბიშმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით პოპულისტური პოლიტიკური პარტია „დიახ/ANO“ დააფუძნა. აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება 2014-2017 წლებში , სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან – ČSSD-სა და „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან – KDU-ČSL“-სთან ერთად სამთავრობო კოალიციის წევრი იყო. 2017-2021 წლებში ანდრე ბაბიშმა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა, ქვეყანას კი უმცირესობის მთავრობა – „ANO“ და სოციალ-დემოკრატიული პარტიის კოალიცია მართავდა, რომელიც კომუნისტური პარტიის მხარდაჭერით სარგებლობდა.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით მოსული ანდრეი ბაბიში წლების განმავლობაში არაერთ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. ის ევროპის კავშირისგან მიღებული სუბსიდიების არამიზნობრივ გამოყენებასა და გადასახადებისთვის თავის არიდებაში იყო მხილებული. ბრალდების თანახმად, ევროპის კავშირის სუბსიდიები (2,2 მილიონი აშშ დოლარი) პრაღის მახლობლად საკონფერენციო ცენტრის მშენებლობისთის მშენებლობისთვის გამოიყენა. ამას გარდა, ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოს 2021 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის – International Consortium of Investigative Journalists“-ის მიერ Pandora Papers-ის სახელით გამოქვეყნებული მასალებით ირკვევა, რომ ანდრეი ბაბიშმა 2009 წელს ოფშორული კომპანიების გამოყენებით 22 მილიონ დოლარად საფრანგეთში, კანთან ახლოს, შატო შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის იანვარში ჩეხეთის სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში უდანაშაულოდ ცნო, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ის კორუფციასა და კრონიზმთან ასოცირდება. ევროპის კავშირისგან მიღებული სუბსიდიების არამიზნობრივი გამოყენებისა და გადასახადებისთვის თავის არიდების გარდა, ანდრეი ბაბიშის კანდიდატურა ბევრისთვის 1980-იან წლებში ჩეხოსლოვაკიის საიდუმლო პოლიციაში აგენტად მუშაობისთვისაა მუშაობის გამოა მიუღებელი.
პეტრ პაველმა ქვეყნის მასშტაბით ხმების უმრავლესობა 5 რეგიონსა (პრაღა, ცენტრალური ბოჰემია, ლიბერეცი, ჰრადეც-კრალოვე, სამხრეთ სამხრეთი მორავია) და 25 რაიონში, ხოლო ანდრეი ბაბიშმა – 9 რეგიონსა (სამხრეთ (სამხრეთი ბოჰემია, პლზენი, კარლოვი ვარი, უსტეცი, პარდუბიცე, ვისოჩინა, ოლომოუცი, ზლინი, მორავია-სილეზია) და 51 რაიონში მოიპოვა.
დედაქალაქ პრაღაში პეტრ პაველმა (51.02%) მეორე ადგილზე გასული ანდრეი ბაბიში (20.09%) მნიშვნელოვანი სხვაობით დაამარცხა. რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩეველს, უზბეკეთისა და წმინდა მიწის გარდა, უმრავლესობამ პეტრ პაველს დაუჭირა მხარი.
გამომდინარე იქიდან, რომ პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ამომრჩეველთა ხმების 50%-ის მიღება, 27-28 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს პეტრ პაველი და ანდრეი ბაბიში დაუპირისპირდებიან.
ჩეხეთის მოსახლეობა პირდაპირი არჩევნების გზით 5 წლის ვადით მესამედ ირჩევს სახელმწიფოს მეთაურს. შეგახსენებთ, რომ 2013 წლამდე , პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით, პარლამენტის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე ირჩევდნენ.
ჩეხეთის რესპუბლიკაში პირველი პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი მილოშ ზემანი იყო, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას 2013-2023 წლებში იკავებდა. მილოშ ზემანი 1968 წელს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა, თუმცა ქვეყანაში საბჭოთა ჯარის შეჭრის დაგმობის გამო პარტიიდან გააძევეს.
ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ , ზემანი “ჩეხეთის სოციალ-დემოკრატიული სოციალ-დემოკრატიულ პარტიის პარტიას – ČSSD”-ს შეუერთდა. 1993-2001 წლებში აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი იყო, 1996-1998 წლებში დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე. ხოლო 1998-2002 წლებში ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი.
თუ 1998-2002 წლებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ის მემარცხენე-ცენტრისტულ პოლიტიკოსად ითვლებოდა, პრეზიდენტის რანგში ულტრამემარჯვენე იდეოლოგიისკენ გადაიხარა. მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ფიგურა და დე დე-ფაქტო აღმასრულებელი ხელმძღვანელია, პრეზიდენტს კი ცერემონიალური როლი აქვს, ზემანი პრეზიდენტის რანგში განსაკუთრებულად აქტიური იყო და ხშირად ღიად ერეოდა როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკურ საკითხებში.
მაგალითისთვის, როდესაც 2013 წლის ივნისში პიტერ ნეჩასის მთავრობის გადადგომის შემდეგ , მემარჯვენე კოალიციური პარტნიორები – „სამოქალაქო დემოკრატიული პარტია – ODS“, პოლიტიკური გაერთიანება – TOP 09“ და „ერის წესრიგი – LIDEM“ მთავრობის ფორმირებას კვლავ შეეცადნენ და მიროსლავა ნემცოვას კაბინეტმა პრეზიდენტის მიერ ოფიციალური წარდგინებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ხელმოწერების რაოდენობა შეაგროვა, მილოშ ზემანმა სამთავრობო კანდიდატად მემარჯვენე კოალიციის დასახელებაზე უარი განაცხადა და საკანონმდებლო ორგანოს გვერდის ავლით, საკუთარი ნდობით აღჭურვილი ჟირი რუსნოკის მთავრობა დაამტკიცა, რაც ჩეხეთის უახლეს ისტორიაში პირველად მოხდა. წლების განმავლობაში მილოშ ზემანი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ღიად ჩარევას ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხით ხსნიდა – ის ჩეხეთის რესპუბლიკაში პირველი პრეზიდენტი იყო, რომელიც ხალხმა პირდაპირი წესით აირჩია.
2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრ პაველისა და ანდრეი ბაბიშის გარდა ექვსი კანდიდატი მონაწილეობდა:
დანუშე ნერუდოვა – ეკონომისტი ეკონომისტმა და 2018-2022 წლებში მენდელის უნივერსიტეტის (ბრნო) რექტორიმა რექტორმა ამომრჩეველთა ხმების 13.93% მოიპოვა. დანუშე ნერუდოვა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე არჩევის შემთხვევაში, მოსახლეობას ნატოსა და ევროპის კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობას, უკეთესი განათლების ხელმისაწვდომობას, თანაბარ უფლებებსა და საპენსიო რეფორმის განხორციელებას ჰპირდებოდა. ოპონენტები მას პოლიტიკური გამოცდილების არქონის გამო ეჭვის თვალით უყურებდნენ, გარდა ამისა, ყურადღებას ამახვილებდნენ კიდევ ერთ ფაქტზე – გამომდინარე იქიდან, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეებს წარადგენს, რომელსაც შემდეგ სენატი ამტკიცებს, კრიტიკოსების აზრით, დანუშე ნერუდოვას პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი შეექმნებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მისი მეუღლე, რობერტ ნერუდა ჩეხეთის უდიდესი იურიდიული კომპანიის, Havel & Partners-ის პარტნიორს წარმოადგენს. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებისგან, მილოშ ზემანისგან, ანდრეი ბაბიშისა და პეტრ პაველისგან განსხვავებით, ნერუდოვას ის უპირატესობა ჰქონდა, რომ კომუნისტურ პარტიასთან კავშირი არა აქვს.
პირველ ტურში საგარეო პოლიტიკის სპეციალისტმა და პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველის ოფისის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, პაველ ფიშერმა ამომრჩეველთა ხმების 6.75% მოიპოვა. ის 2003-2010 წლებში საფრანგეთში ჩეხეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2018 წლიდან ჩეხეთის სენატის წევრია. პაველ ფიშერი სახელმწიფოს ლიბერალურ კონცეფციას, ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს, აშშ-სთან, ნატოსთან და ევროპის კავშირთან მჭიდრო ინტეგრაციას უჭერს მხარს. მტკიცე პროდასავლური პოზიციის მქონე ფიშერი ჩინეთთან და რუსეთის ფედერაციასთან კავშირების გაღრმავების მხარდამჭერ მილოშ ზემანს ხშირად აკრიტიკებდა.
იაროსლავ ბასტამ, 2000-2005 წლებში რუსეთის ფედერაციაში, ხოლო 2007-2010 წლებში უკრაინაში ჩეხეთის ელჩმა, რომელიც 1998-2000 წლებში მილოშ ზემანის კაბინეტში უპორტფელო მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხმების 4.45% მიიღო. ის 2021 წლიდან წარმომადგენელთა პალატის წევრია პოპულისტური პოლიტიკური გაერთიანებიდან – „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია – SPD“. იაროსლავ ბასტას კანდიდატურას მხარს უჭერდა ულტრამემარჯვენე, ულტრა მემარჯვენე, ევროსკეპტიკური პოლიტიკური გაერთიანება , „The Tricolour Citizens’ Movement“ და „სოციალური სამართლიანობის მუშათა პარტია – DSSS“.
მუნიციპალური ოლქის, პრაღა 2-ის სენატორმა, მარეკ ჰილსერმა ხმების 2.56% მოიპოვა. ის ამომრჩეველს საზოგადოების თითოეული წევრისთვის თანაბარ შესაძლებლობებს და ახალგაზრდებს პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობას ჩართულობის უზრუნველყოფას ჰპირდებოდა.
კარელ დივისმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტმა და 1995-2016 წლებში სპორტულმა რედაქტორმა, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხმის მისაცემად სასურველი კანდიდატი ვერ აღმოაჩინა, ხმების 1.35% მოიპოვა.
2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველაზე ცოტა ხმა (0.55% ) 2014-2022 წლებში ჩარლზის უნივერსიტეტის რექტორმა, ტომაშ ზიმამ მიიღო. ექიმი, ქიმიკოსი და პროფესორი ბიოქიმიის, კლინიკური ქიმიისა და ლაბორატორიული მედიცინის დარგში , რომელიც იარაღის შენახვისა და ტარების უფლებას უჭერს მხარს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან გამოთიშვის შემდეგ, დანუშე ნერუდოვამ, პაველ ფიშერმა, მარეკ ჰილსერმა და კარელ დივისმა საკუთარ ამომრჩეველს მეორე ტურში პეტრ პაველის მხარდაჭერისგენ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
2023 წლის საპრეზიდენტოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა 68.24%-იანმა აქტივობამ ცხადყო, რომ ჩეხეთის მოსახლეობის უმრავლესობისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, თუ ვინ დაიკავებს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას.
10 წლის განმავლობაში პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში მილოშ ზემანი ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების დანაწილების პრინციპს ხშირად არღვევდა და საკუთარი შეზღუდული უფლებამოსილებით, აქტიურად ერეოდა, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკურ საკითხებში. გამომდინარე იქიდან, რომ მას პოლიტიკური სიმპათიები ჰქონდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიმართ, ასევე განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობები აკავშირებდა ვიქტორ ორბანთან და ალექსანდრ ვუჩიჩთან, ჩეხეთის პროდასავლურ მთავრობებსა და პრეზიდენტს შორის მუდმივი აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, პეტრ პაველი და ანდრეი ბაბიში, პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი, ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურ პარტიაში დაწყებული კარიერის მიუხედავად, პროდასავლური კურსის მხარდამჭერები არიან.
პეტრ პაველი და ანდრეი ბაბიში, პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი, ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურ პარტიაში დაწყებული კარიერის მიუხედავად, პროდასავლური კურსის მხარდამჭერები არიან. შეგახსენებთ, რომ 2017-2021 წლებში პრემიერ-მინისტრის პოსტზე ანდრეი ბაბიშის ყოფნის პერიოდში პრაღასა და მოსკოვს შორის ურთიერთობები დრამატულად გაუარესდა. 2021 წელს სწორედ ანდრეი ბაბიშის გადაწვეტილებით გააძევეს ქვეყნიდან ჯაშუშობის ბრალდებით რუსი დიპლომატები, რასაც მოსკოვის მიერ ჩეხეთის „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეტანა მოჰყვა.
დიდი ალბათობით, ქვეყანაში არსებული რეკორდულად მაღალი ინფლაციის, უკრაინაში მიმდინარე ომის, უწყვეტი ლტოლვითა ლტოლვილთა ნაკადისა და ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მეთაური, პეტრ პაველი გახდება.
მილოშ ზემანის ეპოქის დასრულების შემდეგ , პრაღის ციხესიმაგრეს, სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ რეზიდენციას, ახალი პრეზიდენტი დაიკავებს, რომელსაც მთავრობისგან მკვეთრად განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ხედვა არ ექნება და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მტკიცედ დაუჭერს მხარს.
გამოყენებული წყაროები:
- 1. https://www.euronews.com/2023/01/12/czech-presidential-elections-eight-condenders-three-favourites-two-days-of-voting
- 2. https://balkaninsight.com/2023/01/12/runners-and-riders-on-the-starting-line-for-czech-presidential-election/
- 3. https://foreignpolicy.com/2023/01/12/a-new-czech-presidential-election-promises-a-new-era-in-politics-zeman-babis-pavel-nerudova/
- 4. https://www.aljazeera.com/news/2023/1/12/czech-republic-prepares-for-looming-presidential-election
- 5. https://www.politico.eu/article/andrej-babis-czech-oligarch/
- 6. https://www.politico.eu/article/pro-western-retired-general-leads-first-round-in-czech-presidential-election/
- 7. https://www.nytimes.com/2023/01/14/world/europe/czech-presidential-candidates.html
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on June 22, 2023
- on February 27, 2023
- on January 20, 2023
- on April 6, 2022
- on January 21, 2022
- on November 27, 2021