CSR და რეპუტაცია

CSR და რეპუტაცია

CSR -ის მრავალ სარგებელს შორის რასაც იღებს პასუხისმგებლიანი კომპანია, ყველაზე მნიშვნელოვანია კომპანიის გაუმჯობესებული რეპუტაცია საზოგადოებაში. ამაზე ყველა საუბრობს, თუმცა 2020 წელს გლობალურმა საკონსულტაციო კომპანიამ “რეპუტაციის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, სადაც ნათლად ჩანს რომ კომპანიის რეპუტაციის 41% მოდის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე.

რეპუტაციის ინსტიტუტი არის ერთ-ერთი მსოფლიოში წამყვანი საკონსულტაციო კომპანია. ის ეხმარება მსოფლიო ლიდერ კომპანიებს დაიცვან რეპუტაციული კაპიტალი, გაანალიზონ რისკები, მდგრადობის კომპონენტები და კონკურენტული უპირატესობა. მისი ყველაზე მნიშვნლეოვანი მეთოდლოლოგიაა RepTrak® model კომპანიების და ინსტიტუციების რეპუტაციის ანალიზისთვის. გარდა გლობალური კომპანიების რეპორტებისა, ის რეპუტაციის ანალიზის რეპორტებს აქვეყნებს ქვეყნებისა და ქალაქების მიხედვითაც.

“გაიმარჯვებენ ის კომპანიები, რომლებიც საწარმოს პოზიტიურ აღქმას ამაღლებენ, პრიორიტეტს ანიჭებენ კორპორაციულ პასუხისმგებლობას, ძლიერ ლიდერობას, ეთიკურნი არიან, საუბრობენ კორპორაციული ბრენდის მიზნებზე და ბაზრის გავლენიან მხარეებს რთავენ საქმიანობაში” – Stephen Hahn-Griffiths,The RepTrak Company.

ეს მაჩვენებელი ეყრდნობა 80540 ადამიანის გამოკითხვას 15 ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, ბრაზილია, მექსიკა, კანადა, აშშ, იაპონია, ჩინეთი, ინდოეთი, ავსტრალია და სამხრეთ კორეა). კვლევა მიმდინარეობდა 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის იანვარში, შეფასდა 153 კომპანია, რომელთა ჯამური წლიური შემოსავალი 2 მილიარდი დოლარია.

რეპუტაციის ინსტიტუტს შემუშავებული აქვს 7 ფაქტორიანი მოდელი, რომლის მიხედვითაც კვლევის შედეგები ასე განაწილდა:

  • პროდუქტები და სერვისები: 20,1%;
  • კორპორაციული მმართველობა -14,8%;
  • მოქალაქეობა – 14,4% ;
  • ფინანსები -13,2%;
  • ინოვაცია 13,1%;
  • ლიდერობა – 12,9%;
  • სამუშაო გარემო – 11,5%.

ამ მოდელის 3 ფაქტორი: მოქალაქეობა, მმართველობა და სამუშაო გარემო შეადგენს კორპორაციულ პასუხისმგებლობას და სწორედ მათზე მოდის ჯამურად 41%. ეს კომპონენტები შემდეგი ქვე-კომპონენტებისგან შედგება:

მმართველობა

  • ეთიკურობა
  • ბიზნესის სამართლიანად წარმოება
  • ღია და გაჭვირვალობა

მოქალაქეობა

  • საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენა
  • გარემოზე ზრუნვა
  • საზოგადოების საჭიროებების მხარდაჭერა

სამუშაო გარემო

  • თანამშრომლების სამართლიანი ანაზღაურება
  • თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა
  • ხელმისაწვდომი სამუშაო გარემო ყველასთვის.

ბოლო წლის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი ტრენდებია:

  1. კორპორაციული რეპუტაცია ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ყოველთვის;
  2. მიუხედევად იმისა, რომ რეპუტაცია გაუმჯობესდა, იმ ადამიანთა რიცხვი,რომლებიც გაურკვეველ პოზიციაზე არიან, იზრდევბა;
  3. ESG – გარემო, სოციალური და მმართველობის კომპონენტები განსაზღვრავს კონკურენტულ უპირატესობას – 41%;
  4. გლობალური მომხმარებელი მოითხოვს, რომ კომპანიები იყვნენ ავთენტური;
  5. კომპანიებს ჯობია ჰქონდეთ ბაზარზე ორიენტირებული სტრატეგია.

100 საუკეთესო კომპანიას შორის პირველ ადგილს ლეგო იკავებს. ლეგოს დაუფასდა მისწრაფება იმისა, რომ 2030 წლისთვის, მისი ყველა სათამაშო დამზადებული იყოს მცენარეული ან გადამუშავებადი მასალისგან. ასევე სხვა პროექტები, რომლებსაც ის წლების მანძილზე ახორციელებს. ლეგოს შესახებ ვიდეო:

სრული 2020 წლის რეპორტი, შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.reptrak.com/global-reptrak-100/

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს კვლევა ტარდებოდა პანდემიის დაწყებამდე. პანდემიის დროს კი, როცა ყველა ქვეყანაში კრიზისია, კორპორაციული პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. კომპანიები ყველა ქვეყანაში ცდილობენ მონახონ გამოსავალი, შეინარჩუნონ როგორც ბიზნესი, ასევე – თანამშრომლები და მომხმარებლები. ეს ადვილი არ არის. გვაქვს სამწუხარო მაგალითებიც, ბევრი კომპანია დაიხურა, ზოგიერთი ინდუსტრია სულ გაჩერდა. სამწუხაროდ, გლობალურად ყველგან არის არაეთიკური გადაწყვეტილებების მაგალითებიც, როცა თანამშრომლებს ათავისუფლებენ გაუფრთხილებლად, ანაზღაურების გარეშე და სხვა ბევრი არასასიამოვნო ფაქტები. თუმცა კრიზისი კარგად წარმოაჩენს ხოლმე ვინ ვინ არის. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიებმა შეინარჩუნონ ადამიანურობა, მიიღონ ეთიკური გადაწყვეტილებები, იყვნენ გამჭვირვალეები, ღიად სიძნელეებზე ისაუბრონ. ამას თანამშრომლებიც დაუფასებენ და მომხმარებლებიც. მხოლოდ ასე შეძლებენ შეინარჩუნონ რეპუტაცია.

გააზიარე