არ იყიდოთ ეს ქურთუკი!
ბიზნესის კურსების უმრავლესობა გვასწავლის პროდუქტების წარმოების, მარკეტინგისა და გაყიდვების გაზრდის სტრატეგიებს. თანამედროვე ბიზნესლიტერატურა სავსეა წარმატებული სავაჭრო და მარკეტინგული დირექტივებით, რომელთა მთავარი მიზანია საქონლის ბრუნვის გაზრდა. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია გაყიდვების გაზრდის ტრადიციულ სტრატეგიებს არაორდინალური მარკეტინგული ხრიკებიც დაემატა, რომლის მიზანიცაა კომპანიის პრინციპების გაჟღერება და არა გაყიდვების ზრდა.
“პატაგონია” ამერიკული ტანსაცმლის კომპანიაა, რომელმაც გამოაქვეყნა რეკლამა, რომელიც მოუწოდებდა მომხმარებლებს, არ ეყიდათ პატაგონიის ქურთუკები. მათი მარკეტინგული შეტყობინება მარტივი იყო: ჭარბი კონსუმერიზმი ცუდია გარემოსთვის. სწორედ ამიტომ არ ვიყიდოთ ის პროდუქტი ან ნაწარმი, რომელიც არ გვჭირდება. პატაგონიის მაგალითს T.J.Maxx-იც მიყვა, როდესაც 2015 წლის შავი პარასკევის დროს გამოაცხადა, რომ არ იმუშავებდა. რატომ? იმიტომ, რომ დღესასწაულების დროს ადამიანები ოჯახთან ერთად უნდა იყვნენ და არა რამდენიმე საათიან რიგში საყოფაცხოვრებო ნივთის საყიდლად – “T.J.Maxx–ში დაბალი ფასები და საუკეთესო პროდუქტი ყოველთვისაა, არა მხოლოდ შავ პარასკევს”.
პატაგონიის ამ რეკლამამ მოიზიდა უფრო მეტი მყიდველი, ვიდრე კომპანიის რომელიმე ისტორიულმა მარკეტინგულმა სტრატეგიამ; T.J.Maxx–ი გამოირჩევა თავისი კონკურენტებისგან იმით, რომ ჰყავს ერთგული მომხმარებელი. ისინი არ უწევენ რეკლამას თავის ბრენდს, რათა მოხიბლონ მომხმრებელი, რომ გაზარდონ გაყიდვები. ისინი აჟღერებენ იმ პრინციპებს, რითიც მოქმედებს კომპანია და მისი მენეჯმენტი.
მიპოვეთ ფეისბუკზე ან დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ, ან გსმენიათ თუ არა მსგავსი მაგალითები – ყოველთვის მაინტერესებს რაღაც ახლის სწავლა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on February 13, 2017
- on February 2, 2017
- on December 29, 2016
- on November 29, 2016
- on October 6, 2016
- on October 4, 2016
- on September 2, 2016
- on August 10, 2016