განათლება და დასაქმება საქართველოში

განათლება და დასაქმება საქართველოში

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის მთავარ სირთულედ სამსახურის მოძებნა რჩება. დღევანდელ დღეს სამუშაო ადგილების უკმარისობას სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან, მაგრამ ფაქტად რჩება ის, რომ უმაღლესი განათლების მიღება სამსახურის დაწყების გარანტი მაინც არ არის.

ქართულ დასაქმების ბაზარზე არსებული სიტუაცია

CRRC საქართველოს მონაცემებით, დღევანდელ დღეს დასაქმების მსურველების 51 პროცენტს 18-35 წლოვანების რესპონდენტები შეადგენენ. საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ქართული უნივერსიტეტების ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით ესეთი მაჩვენებელი საკმაოდ მოულოდნელია.

ასევე, რიგითი ქართველი კურსდამთავრებულისთვის, პერსონალური კონტაქტების გარეშე დასაქმება საკმაოდ ძნელია.  ამ სტატიის მიზნებისთვის ჩატარებული კვლევა ამ ფაქტს ნათლად ასახავს. 78 გამოკითხული კურსდამთავრებულისგან დასაქმებული 67(86%) აღმოჩნდა,  მათგან 31.25%-მა პოზიცია პირადი/ოჯახური კავშირების საშუალებით იპოვა, 17.50%-მა  სხვა კონტაქტების საშუალებით, ხოლო 17.50%-მა სამსახური დასაქმების ვებგვერდებიდან იპოვა. ეს კვლევა ასახავს სამსახურის ოჯახისა და პირადი კონტაქტების საშუალებით მოძებნის ტენდენციას.  ასევე ჩანს,  რომ რიგით კურსდამთავრებულს, რომელსაც კავშირები არ აქვს, დასაქმების ვებგვერდებზე დაყრდნობით, სამუშაოს მოძებნის დაახლოებით 18% შანსი აქვს.

პროფესიის არჩევანი

უმუშევრობასთან დაკავშირებულ პრობლემაში სტუდენტების პროფესიის არჩევანიც დიდ როლს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სფეროში უფრო მეტი ვაკანსიაა, ჯამში სამუშაო ადგილების რაოდენობა მაინც საკმაოდ შეზღუდულია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 სასწავლო წლის განმავლობაში ქალ კურსდამთავრებულთა  შორის ყველაზე პოპულარული პროფესიები ბიზნესის ადმინისტრირება (39%) და ჯანდაცვა (23%) იყო. მამაკაც კურსდამთავრებულების მიერ არჩეულ პროფესიებში ლიდერობდა ინჟინერია (63%) და ბიზნესის ადმინისტრირება (16%). კურსდამთავრებულთა ორივე ჯგუფში ყველაზე ნაკლებად პოპულარული პროფესია მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერება იყო.

გარკვეული პროფესიების პრიორიტეტულობა სხვადასხვა სფეროებში კადრების დისბალანსს იწვევს. სწორედ ამ პრობლემის მოგვარება დაისახა მიზნად Millenium Challenge Corporation Georgia-მ Compact II პროგრამის ფარგლებში, რომელმაც წარადგინა Stem Higher Education პროექტი, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის ბაკალავრიატის პროგრამების დანერგვაა. 

ასეთი პროგრამები შეიძლება იყოს გარკვეული პროფესიების პოპულარიზაციის საშუალება.

მეორეს მხრივ, ერთნაირი კვალიფიკაციის მქონე კურსდამთავრებულებს ერთი ტიპის პოზიციისთვის უწევთ ბრძოლა, რის შემდეგაც ბევრს თავისი პროფესიისგან განსვავებულ სფეროებში უწევთ მუშაობა. ამას ადასტურებს ჩატარებული კვლევა: გამოკითხულთა 35% თავის სფეროში არ მუშაობს, და იმათ შორის ვინც თავის პროფესიულ სფეროში არ მუშაობს და უმუშევარია, თავის სფეროში მუშაობის სურვილს 50% გამოთქვამს.

ეკონომიკა და დამსაქმებლები

კურსდამთავრებულთა უმუშევრობა ეკონომიკამაც განაპირობა – 2013 წელს შექმნილმა 12,000-მა სამუშაო ადგილმა უმუშევრობის დონე 0.4%-ით შეამცირა. მიუხედავად ამისა, კურსდამთავრებულთა რაოდენობა 10,790-ს  შეადგენდა, რომლის უმეტესობასაც სამუშაო გამოცდილება არ ქონდა, და შესაბამისად შექმნილი სამუშაო ადგილების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდა. თუ დავუშვებთ, რომ შექმნილი სამუშაო ადგილების 10% დაწყებითი პოზიციები იყო, ეს კურსდამთავრებულ მხოლოდ 1200 ადამიანს დაასაქმებდა.

ასევე საინტერესოა ამ პრობლემის წარმოქმნაში დამსაქმებელთა როლი. თითქმის ყველა ინდუსტრიაში დაწყებითი თანამშრომელი სამუშაოებრივ ტრენინგს გადის, და ასეთ პოზიციებზე განათლება დამსაქმებლის მთავარი მოთხოვნაა.

ამავდროულად გასაკვირი არაა, რომ დამსაქმებლები უპირატესობას ანიჭებენ იმ კანდიდატებს, რომლებსაც სამუშაო გამოცდილება აქვთ. თუმცა ამ დროს, ბიზნესი საუკეთესო მუშა ხელის დასაქმებას ვერ უზრუნველყოფს, რადგან დაწყებითი პოზიციებისთვის გამოცდილებაზე ორიენტირებული მიდგომა აფერხებს იმ ადამიანების დასაქმებას, რომელთა სასწავლო დაწესებულებაში არსებული გრაფიკი მათი სტაჟირების საშუალებას არ იძლევა.

დასკვნა

სამწუხაროდ, კურსდამთავრებულთა უმუშევრობა მთელს მსოფლიოში აქტუალური პრობლემაა; თუმცა მის წინაშე, რამოდენიმე ქვეყანამ თავისი საგანმანათლებლო პოლიტიკა შეცვალა იმისთვის, რომ კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციები სამუშაო ბაზრის მოთხოვებს მოერგოს. ბევრმა ევროპულმა საგანმანათლებლო სისტემამ სტაჟირება სასწავლო პროგრამის ნაწილად აქცია.

არაკვალიფიცირებული და არასრულყოფილად შერჩეული კადრი არა მხოლოდ ორგანიზაციის ეფექტურად ფუნქციონირებას უშლის ხელს, არამედ ზოგადად  ეკონომიკას ანელებს – არ არსებობს ინოვაციისა და გაზრდილი პროდუქტიულობის საჭიროება იქ, სადაც სამუშაოს ცუდად შესრულების დროს პოზიციას საფრთხე არ ემუქრება. ასეთ პირობებში, ყოველდღიური მოღვაწეობა მხოლოდ ორგანიზაციის გადარჩენას უზრუნველყოფს.

Grant Thornton-ის საერთაშორისო ბიზნესის ანგარიში არასრულყოფილად შერჩეული სამუშაო ძალისა და ბიზნესის ზრდის ურთიერთდამოკიდებულებას უსვამს ხაზს:

საერთაშორისო ბიზნესის ანგარიშმა მსოფლიოს გარშემო არსებულ სხვადასხვა ბიზნესს დაუსვა შეკითხვა, თუ რამდენად უშლიდა ბიზნესის ზრდას არასაკმარისი კვალიფიციური მუშა ხელი. 2012 წლის შემდეგ, წლიური საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 3 პროცენტით გაიზარდა და იმ ადამიანის რიცხვმა, რომელიც ამ საკითხს პრობლემად მიიჩნევს 31 %-ს მიაღწია, , თუმცა ზრდა აშშ-ში (9 %, საბოლოო შედეგი 25%), ჩინეთი (5 %, საბოლოო შედეგი 35%) და იაპონია (12 %, საბოლოო შედეგი 52%) ამ პრობლემის აქტუალურობას ნათლად ასახავს.

www.grantthornton.global/insights/articles/talent-shortages/

მარია გოძიაშვილი Grant Thornton-ში საკონსულტაციო გუნდის წევრია. მას აქვს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ფინანსებისა და ინვესტიციების დარგში  Baruch College-იდან. Grant Thornton-ში მუშაობის განმავლობაში, მას შესრულებული აქვს შეფასებისა და ფინანსური მოდელირების სამუშაოები და წინასწარ შეთანხმებული პროცედურები ფინანსური სერვისებისა და კომუნალური მომსახურების სფეროებში მოღვაწე კლიენტებისთვის.

გააზიარე