ევროკავშირი ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელიც 2014 წლის ივნისში გაფორმდა, ნელ-ნელა ინტეგრაციის მნიშვნელოვან ფორმებს იძენს და ქართული ბიზნესისთვის სხვადასხვა სახის ბენეფიტების შესაძლებლობა ჩნდება ბაზარზე. ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც სავაჭრო პლატფორმას აძლიერებს და დღეს უკვე ხელშესახებია, წარმოადგენს EU4Business- EBRD Credit Line. ეს არის საკრედიტო ხაზი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის და ხელშესაწყობად არის განკუთვნილი. ძირითადი აქცენტი საქართველოში წარმოებული პროუდქტის ევროსტანდარტების შესაბამისობაში მოყვანაზე კეთდება.
იმისათვის, რომ ამ შესაძლებლობის დადებითი მხარეები განვიხილოთ, მნიშვნელოვანია, კარგად ვაცნობიერებდეთ შემდეგ საკითხს: საქართველოს ეკონომიკის გაძლიერება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზეა დამოკიდებული, რომელიც მიიღწევა იმპორტის ჩანაცვლებით და ექსპორტის გაზრდით. ჩვენი პროდუქცია საექსპორტო პოტენციალის მატარებელი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ბაზრებია განსაზღვრული; ამ კონკრეტულ ბაზარზე შესვლა და დამკვიდრება კი მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება: თუ ჩვენი პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით.
სწორედ ამ ლოგიკის გათვალისწინებით, შეიქმნა EU4Business-EBRD Credit Line. საქართველოში ევროკავშირიდან, გრანტის სახით, დაახლოებით 50 მილიონი ევროს შემოდინება ხდება, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო (S&M) ზომის ბიზნესების ფინანსურ და ტექნიკურ გაძლიერებაზე. თითოეული პროექტისთვის საგრანტო მხარდაჭერა 10-15% მერყეობს, ხოლო მაქსიმალური სესხის ოდენობა 3 მილიონი ევროა. ამ ეტაპზე ამ პროექტის ფინანსურ პარტნიორად საქართველოს ბანკი სახელდება, რომელიც პოტენციურ ბენეფიციარებს ორწლიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს ძირ თანხაზე და ბიზნესსესხის ნომინალური განაკვეთი 10-12%-ია.
ისევ საქართველოს ეკონომიკას რომ დავუბრუნდეთ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს საკრედიტო ხაზი ითვალისწინებს ლარში სესხების გაცემას, რაც გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვან როლს იქონიებს ეროვნული ვალუტის მდგრადობაზე. S&M ზომის ბიზნესები მზაობის შემთხვევაში გადაიარაღდებიან ევროკავშირში დამზადებული ტექნიკური ბაზით, შემოიტანენ ხარისხის მართვის სტანდარტებს და კონკუნრენტუნარიანი პროდუქტით გზას გაიხსნიან ევროკავშირის 500 მილიონიან სამომხარებლო ბაზარზე. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირს ბაზარზე შესვლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბარიერები აქვს დაწესებული და ქართული ბიზნესისთვის ამ უნიკლაური შანსის წარმატებით გამოყენება გულისხმობს, რომ სხვა ბაზრებზე შესვლა და თავის დამკვიდრება გაცილებით მარტივი იქნება.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on December 23, 2018
- on August 17, 2017
- on December 7, 2016
- on November 2, 2016
- on October 11, 2016
- on September 22, 2016
- on September 20, 2016
- on September 13, 2016