ეკონომიკური დემოკრატია

ეკონომიკური დემოკრატია

ეკონომიკური დემოკრატია – საინტერესო ტერმინი, რომელიც ჯერ კიდევ მრავალი ათეული წილის წინ ახსენა ლუდვიგ ფონ მიზესმა თავის შესანიშნავ ნაშრომში „ბიუროკრატია“, სამწუხაროდ, დღემდე ძალიან გაუგებარ ტერმინად და აუხსნელ იდეად რჩება ქართველი ბიზნესმენების უმრავლესობისათვის.

ეკონომიკური დეომკრატიის იდეა მარტივია, მომხმარებელი ამომრჩეველია, ბიზნესმენები კი მთავრობა, თუ ბიზნესი ვერ დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხვნილებებს (ფასი, ხარისხი, სერვისი), ასეთ შემთხვევაში ბიზნესმენი კარგავს „თანამდებობას“ და მას ახლად „არჩეული“ ბიზნესმენი ჩაანაცვლებს.

არსებული რეალობიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით იდეა უმარტივესია: ყველა ბიზნესმენმა უნდა შეძლოს მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირება. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში კი ბიზნესმენისათვის ბაზრის დატოვება, წარუმატებლობა გარდაუვალია. თუმცა, აუცილებელია ასევე აღინიშნოს, რომ მსგავსი უმარტივესი იდეა მუშაობს მხოლოდ რეალური კონკურენციის პირობებში, ანუ მაშინ, როდესაც ბაზარზე რამოდენიმე, მინიმუმ ორი ეკონომიკური სუბიექტია. არსებული სიტუაცია აქაც გავს პოლიტიკურ დემოკრატიას, ის მუშაობს მაშინ, როდესაც პოლიტიკურ სივრცეში მინიმუმ ერთზე მეტი ძლიერი, კონკურენტული პარტიაა. თუმცა, არის კიდევ ერთი თემა – ბიზნესის კულტურული გარემო. აქაც ახლოს ვართ პოლიტიკურ შედარებებთან, პოლიტიკაშიც გარემო შეიძლება იყოს ან დემოკრატიის ხელშემწყობი ან დემოკრატიის ხელისშემშლელი, ასევეა ეკონომიკაშიც, ბიზნესში ბიზნესის სოციალურ-კულტურული გარემო ან თავად, ყველას ჩარევის გარეშე, უზრუნველყოფს ეკონომიკურ დემოკრატიას ან პირიქით, საპირისპირო ტენდენციის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

საქართველოში ბიზნესის სოციალურ-კულტურული გარემო არ არის ეკონომიკური დემოკრატიის ხელის შემწყობი (პოლიტიკური პარალელების გავლება აქაც შეიძლება), ამის მიზეზი კი უამრავი სხვადასხვა ფაქტორია, რეალურად, ეს თემა სერიოზული კვლევის საგანია. შესაბამისად, საუბრები მონოპოლიებზე, საუბრები მაღალ ფასებზე, საუბრები ცუდ სერვისზე და ამ ყველაფრის საკანონმდებლო კუთხით მოგვარებაზე ოდნავ აცდენილია რეალობას, ვიდრე მოხმარებლის ქცევა არის ისეთი როგორიც არის, ვიდრე მომხმარებელი მიუხედავად ცუდი სერვისისა კვლავ სტუმრობს ცალკეულ ბიზნეს სუბიექტს, ვიდრე მომხმარებელი არაადეკვატური ფასის რეალური მიზეზის ანალიზის ნაცვლად (კონკურენტული გარემოს იდეაზე აქცენტირება) „მხსნელი მთავრობისკენ“ იხედება და აგრძელებს აღნიშნული ფასის მიღებას „ოდესმე გამოსწორების“ იმედად, ეკონომიკური დემოკრატიის ხელშემწყობი ბიზნესის კულტურული გარემოს ფორმირებაზე საუბარი ძალიან ადრეა.

თუმცა, წარმოდგენილი მსჯელობა რალურად იდეაა კვლევის, რომელმაც შესაძლოა ძალიან ბევრი ის დეტალი გვაპოვნინოს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ დემოკრატიაზე ორიენტირებული ბიზნეს გარემოს ფორმირებას.

გააზიარე