ექსპორტის ზრდის მოლოდინები საქართველოში და გლობალურად
გლობალური ვაჭრობის შედეგად, 2014 წელი საექსპორტო ბაზრებისთვის პოზიტიური აღმოჩნდა. ექსპორტის ზრდის მოლოდინების კუთხით გასული წელი 2007 წლის შემდეგ საუკეთესო იყო, ბიზნესმენთა 20% მოელოდა გასვლას საერთაშორისო ბაზრებზე.
ტენდენცია ოდნავ შეიცვალა 2014 წლის ბოლო კვარტალში. ევროზონაში არსებული ეკონომიკური ვარდნის მიუხედავად, ბიზნესმენები რეგიონში მაინც ვარაუდობენ საექსპორტო ზრდას. ევროკავშირის ქვეყნებში, ბიზნესმენთა 29% ვარაუდობს საზღვარგარეთის ბაზრებზე გასვლას არა მხოლოდ გერმანიის, თურქეთის, ინდოეთისა და ჰოლანდიის დამაიმედებელი საექსპორტო მაჩვენებლების გამო, არამედ ისეთი მცირედ ოპტიმისტური მაჩვენებლების მქონე ქვეყნებშიც, როგორიცაა: საბერძნეთი (36%) და ესპანეთი (33%).
საქართველოში ეს მონაცემი 8%–ს შეადგენს, სანქცირებული რუსეთის საექსპორტო მოლოდინები კი ძალიან მცირეა – 2%. ასევე მცირე მოლოდინია იაპონურ ბიზნესში (6%). განსაკუთრებული საექსპორტო პოტენციალის მოლოდინი აქვთ თურქეთს, მექსიკას, ინდონეზიას, განსხვავებით ბრაზილიის, რუსეთის, ჩინეთის და ინდოეთისგან, სადაც მეტი აქცენტის გაკეთებას შიდა ბაზრების განვითარებაზე გეგმავენ.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on March 23, 2015
- on March 9, 2015
- on March 2, 2015
- on February 23, 2015
- on February 21, 2015
- on February 8, 2015
- on January 23, 2015