კომპანიების თავდასხვა მომხმარებლებზე
კომპანიების მხრიდან, მარკეტინგულ არხებზე, სხვადასხვა შეთავაზების მიწოდება მომხმარებლებისლისთვის ისეთ აგრესიულ ფორმებს იღებს, სოციალური თავდასხმის გარდა ვერაფერს ვუწოდებთ.
გაზრდილი სარეკლამო შეთავაზებები სოციალურ ქსელებში, ყოვედღიურად მოსული ათეულობით SMS, გახშირებული სარეკლამო ზარები. რეკლამა ყველგან: საათობრივი ტელევიზიით, რადიოთი, გაზეთებში, ჟურნალებში, ავტობუსებზე, ტაქსებზე, ქუჩებში, ლიფტებში და სხვა ნებისმიერ ადგილას, სადაც რამოდენიმე თავისუფალი სანტიმეტრის პოვნაა შესაძლებელი.
როგორც ამ სფეროს სპეციალისტები ამბობენ მოხმარებლებს ყოველდღიურად რამოდენიმე ასეულ სარეკლამო განცხადებასთან აქვს შეხება. ადამიანებს, რეკლამის არიდების მიმართ ისეთივე იმუნიტეტი ჩამოუყალიბდათ, როგორც სხვა რთული ფორმის ვირუსზე. დავდივართ ქუჩაში, ვუყურებთ ტელევიზორს, ვუსმენთ რადიოს, მაგრამ ვინმემ რომ გვკითხოს, რა რეკლამა ვნახეთ ან მოვისმინეთ სულ ნახევარი წუთის წინ, ვერ გავიხსენებთ.
მომრავლებული რეკლამის გარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა რეკლამის აგრესიული მიწოდების ფორმები. კომპანიები უფრო მეტი ინტენსივობით ცდილობენ მოგვახვიონ თავს საკუთარი მომსახურებები ან პროდუქტები. ცდილობენ შემოიჭრან ჩვენს ბინებში, ოფისებში, ჩაგვიტარონ პრეზენტაციები, მოგვიწყონ გამოფენები და ა.შ. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – შეთავაზების ერთგვარი აგრესიული ფორმა ცოტა ულტიმატუმს ემსგავსება: თუ ახლავე არ იყიდით, ასეთი ხელსაყრელი ფასი აღარასოდეს იქნება, მხოლოდ დღეს და მხოლოდ თქვენთვის. ცოტა აგრესია, ცოტა ულტიმატუმი, რატომღაც გადაიქცა დღევანდელი გაყიდვების და რეკლამირების ერთადერთ ფორმად.
შეგვიძლია მხოლოდ ვიკითხოდ? ეს ნამდვილად მუშაობს? ეს კარგად ყიდის, თუ მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ სხვებიც ასე იქცევიან?
გამახსენდა ერთი კვირის წინ ერთ-ერთი ბანკიდიან სატელეფონო ზარი. თქვენ გახდით ჩვენი ბანკის ექსკლუზიური კლიენტი, ამიტომ ჩვენ გვაქვს თქვენთვის სპეციალური შემოთავაზება ექსკლუზიურ მომსახურებებზე, ფასდაკლებებზე, ზე-ოქრო ბარათებზე და ა.შ. დავსვი მარტივი კითხვა – რა უნდა ვიხადო ასეთი ბარათით სარგებლობისთვის? პასუხი – მხოლოდ 400 ლარი წლიურად.
ბანკმა „მოგვანიჭა“პრივილეგია გაუგებარ ბარათში 400 ლარი გადავიხადოთ.
მადლობა.
დაფარული ხარჯები, რომელსაც ყველა მალავს, აგრესიული გაყიდვების ფორმები – მოვალთ, შეგხვდებით და ყველაფერს აგიხსნით, კომპანიების სამქიანობის ისეთ განუყოფელ ნაწილად იქცა, ასე მგონია ორშაბათიდან პარასკევამდე მხოლოდ იმას ფიქრობენ, როგორ მოაბეზრონ მომხმარებელს თავი.
კომპანიებში ჩატარებული შეხვედრების შინაარსი კი ასე წარმომიდგენია: „დღევანდელი შეხვედრის მიზანია, შევთახმდეთ, როგორ შევამციროთ მომხმარებლის ლოიალობა, როგორ გავზარდოთ აგრესია ჩვენს მიმართ და რა ექსკლუზიური და განსაკუთრებულად ნეგატიური განწყობები გამოვიწვიოთ მათში?’’
საქართველოს გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქყვეყნებშიც ანალოგიური სიტუაციაა. საკმარისია, გადავხედოთ ბოლო სამი თვის წინ გამოსულ წიგნებს და დავწმუნდებით: „როგორ გავყიდო 10 წუთში“, „როგორ შევაღწიოთ კლიენტის კაბინეტში“, „ერთი წლის გაყიდვები ერთ დღეში“ და ა.შ.
ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც თავდასხმა ყოვედღიურად იმატებს და კიდევ უფრო მოიმატებს, გამორჩეულია კრის ბროგანის ახალი თეორია, რომელიც მომხმარებელთან კუმინიკაციის სრულიად განსხვავებულ მეთოდებს გულისმობს: მისი განმარტებით, კომპანიის წერილები „სასიყვარულო წერილებს“ უნდა ჰგავდეს. რას კითხულობენ ყველაზე მეტად, რას ელოდებიან ყველაზე მეტად, რა ახსოვთ ყველაზე მეტად, ამის გათვალისწინებით კომპანია ქმნის წერილებს, რომელიც შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია.
ასე რომ ყველაფერი თქვენს ხელშია. ეძებეთ ორიგინალური, იპოვეთ ორიგინალური და გარწმუნებთ მომხმარებელიც დაგაფასებთ.
P.S. ახლაც, როდესაც ბლოგს ვწერ, ორი სარეკლამო ელფოსტა და სამი sms-შეტყობინება მომივიდა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on November 27, 2014
- on October 3, 2014
- on September 5, 2014
- on June 25, 2014
- on May 19, 2014
- on April 7, 2014
- on March 25, 2014
- on March 11, 2014