მოსკოვური თბილისობა : სად ვიყიდებით და რა ფასად?
მახსენდება 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ეს კრიზისი მთელ მსოფლიოს შეეხო ჩვენს გარდა. უამრავ არგუმენტს მოისმენდით, როგორ შევძელით და თავიდან ავიცილეთ ეს ავადსახსნებელი, საცეცებიანი კრიზისი, რომელიც ეპიდემიასავით მოედო მთელ მსოფლიოს. კუდის მოქნევას ისევ ელის დათრგუნული და შეშინებული ფინანსური სამყარო. ჩვენ კი ამ კრიზის გადავურჩით. გადავურჩით ორი მიზეზის გამო: ერთი ყველას კარგად გვახსოვს და არ განვავრცობ. ეს ბლოგი ომს არ ეხება (ან ყველაზე მეტად ეხება). მეორე კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ეკონომიკა უბრალოდ არ არის ჩაბმული მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში და მარტივად რომ ვთქვათ, რაც არ გაქვს, იმას საფრთხე არც ემუქრება. მოკლედ უამრავი ფანტომია ამ საქართველოში: კრიზისგადატანილი ეკონომიკა, იმპოტენტი შოუბიზნესი და… ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ.
ორი დღეა, ვერ ვწყდები ქართული კულტურის შოუბიზნესურ ამოუცნობ ფენომენს. ვცდილობ, გავაანალიზო ეს დარგი ძირითადი ეკონომიკური მახასიათებლებით: სასიცოცხლო ციკლი, მოთხოვნა-მიწოდება და რაც მთავარია – საექსპორტო პოტენციალი. ზოგიერთ მათგანზე პასუხი არ მაქვს. მაგალითად, ვერფრით ვიხსენებ სასიცოცხლო ციკლის ზრდის და განვითარების ეტაპი როდის ან როგორ ჩაანაცვლა სიმწიფის პერიოდმა. ამიტომ უბრალოდ ვამბობ, რომ ქართული შოუბიზნესი სტაგნაციას განიცდის, მერე ამ დებულებას ვცვლი ვარდნით და საბოლოო ჯამში სტაგნაცია და ვარდნა პერიოდულად შეხმატკბილებულად ენაცვლება ერთმანეთს აგერ უკვე რამდენი წელია. შოუბინზესის ვარსკვალვებიც სულ ამას ჩივიან: არ გვაქვს განვითარების შანსი და საქართველო უპერსპექტივოაო. გულის სიღრმეში ყოველთვის მიხაროდა მოთხოვნის ნაკლელობა. საზოგადოებას არ ჭირდება ასეთი შოუბიზნესი და ამიტომაც ვერასდროს გამოდის კრიზისიდან ეს დარგი. თანამედროვე ეკონომიკური პრინციპები კი გვეუბნება, რომ ადგილობრივ პროდუქტს არანირი შანსი არ აქვს გლობალურ დონეზე კონკუნრეტუნარიანი იყოს, თუ ის , ყველაზე მცირე, ლოკალურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. მაგრამ ნურას უკაცრავად! თურმე არსებობს სივრცე, სადაც ეს პროდუქტი მშვენივრად შეიძლება გაიყიდოს. მაგალითად, ოკუპანტ ქვეყანაში. ქვეყანაში სადაც ჩვენზე ბევრად განვითარებულია ეს დარგი და ბუნებრივი კანონზმოიერებიდან გამომდინარე, საერთოდ არ უნდა იყოს არანაირი მოთხოვნა საქართველოდან ექპორტირებულ ამ ტიპის პროდუქტზე.
მოკლედ ამ მოსკოვურ თბილისობას რაციონალურ ახსნას მე პირადად ვერ ვუძებნი. ცდება ეს საკითხი თავისუფალი ბაზრის პრინციპებს… ეკონომიკა იქით იყოს და სახელმწიფოებრივ/სამოქალაქო თვითშეგნების ფორმატი უფრო პესიმისტურ ტალღაზე მაყენებს:
რის დეკლარირებას ვახდენთ მოსკოვში გამართული თბილისობით? – ვამყარებთ აზრს, რომ ცეკვა-თამაშის იქით ჩვენი ცნობიერება ვერ მიდის. ვირგებთ მსხვერპლის ირაციონალურ ქცევას, რომელსაც უნდა, რომ თავი მოაწონოს მჩაგვრელს და განუმტკიცოს განცდა, რომ მას ეკუთვნის. არ ვიცი, რა ფორმებით შეიძლება გააგებინო მავანს, რომ დომინანტთან და იმპერიალისტთან ურთიერთობების დათბობა ნიშნავს, რომ ბოლომდე აღიარებ მის უპირატესობას შენზე. ურთიერთობების დათბობა და დათმობა ვიცი კეთილგანწყობილ სახელმწიფოსთან და არა მტერთან. ყველა კონტრარგუმენტი, რომელიც ამ დებულებას ვითომდა აბათილებს კვაზილოგიკითაა აგებული. სამწუხაროდ, არ არსებობს საკმარისი პირობა, საპირისპირო ამტკიცო.
აქ სრულდება ჩემი პასუხები სპონტანურად გაჩენილ კითხვებზე. დანარჩენისთვის კი მოსკოვური თბილისობის ივენთის გმირებს მივმართავ : რატომ არავინ იხდის თქვენში ფულს საქართველოში და რატომ თვითექსპორტი მაინცდამაინც რუსეთში ?
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on December 23, 2018
- on August 17, 2017
- on December 7, 2016
- on November 2, 2016
- on October 11, 2016
- on September 22, 2016
- on September 20, 2016
- on September 13, 2016