როგორ გამდიდრდა “კარლსბერგი“?

როგორ გამდიდრდა “კარლსბერგი“?

“კარლსბერგს“ ლუდის გაყიდვებში მსოფლიო ბაზრის 6%-მდე უჭირავს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხეა. 2019 წელს “კარლსბერგ გრუპის“ შემოსავალმა 10 მილიარდი, ხოლო მოგებამ 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 18 მილიარდი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 22 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 41 ათასი ადამიანი.

“კარლსბერგი“ ერთ-ერთი უძველესი კომპანიაა. 1947 წელს დანიელმა ბიზნესმენმა, იაკობ იაკობსენმა კოპენჰაგენში პირველი ლუდსახარში გახსნა, რომლის ლუდმა ქალაქში სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. რამდენიმე წელიწადში “კარლსბერგი“ უკვე დანიის სხვა ქალაქებშიც იყიდებოდა, ხოლო 1860 წლიდან სხვა ქვეყნებშიც გაიტანა ექსპორტზე. პირველი საექსპორტო ქვეყანა შოტლანდია იყო. ქვეყნის გარეთ პირველი ლუდსახარში აფრიკის კონტინენტზე, მალავიში გახსნა, რომელიც ამ დროს ბრიტანეთის გავლენის ქვეშ იყო და მალავიში მცხოვრები ევროპელები ლუდის დეფიციტს განიცდიდნენ.

ლუდის სახელად “კარლსბერგი“ იაკობ იაკობსენის შვილის სახელიდან (კარლ) და ადგილმდებარეობიდან (გორაზე) შეირჩა, რაც ითარგმნება, როგორც “კარლის გორა“.

1904 წლიდან “კარლსბერგმა“ ლუდის წარმოება დანიის სამეფო ოჯახისთვის დაიწყო. ეს მოვლენა დღემდე ასახულია კომპანიის ლოგოზე გვირგვინის სახით.

“კარლსბერგის“ ლუდის წარმატება მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული 1875 წელს დაარსებულ “კარლსბერგის ლაბირატორიაზე“, სადაც ლუდის დამზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესება და ინოვაციების დანერგვა ხდებოდა.

1882 წელს, იაკობთან მის შვილს კარლს კონფლიქტი მოუვიდა და კარლმა ლუდის ახალი კომპანია “ახალი კარლსბერგი“ დააარსა. 24 წელი მამას და შვილს თავისი კომპანიები ჰქონდათ, მაგრამ 1906 წლისთვის კონფლიქტი ამოიწურა და გაერთიანდნენ. იაკობ იაკობსენი 1914 წელს გარდაიცვალა.

კომპანიის ისტორიაში საინტერესო მოვლენა მოხდა 1922 წელს, როდესაც დანიელმა ფიზიკოსმა ნილს ბორმა ნობელის პრემია აიღო. ამ დიდი წარმატებისთვის კომპანია “კარლსბერგმა“ ბორს სახლი აჩუქა, სადაც სპეციალურად გაყვანილი მილების საშუალებით უფასო ლუდი მიეწოდებოდა უწყვეტად. მილები პირდაპირ ლუდსახარშთან იყო მიერთებული.

1922 წელის იმითაც იყო გამორჩეული, რომ კომპანია “კარლსბერგის“ ლუდებს კიდევ ერთი ახალი ბრენდი “1664“ შეემატა. 1930-იანი წლებიდან “კარლსებრგმა“ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივი პატარა ლუდსახარშების შესყიდვა დაიწყო.

1970 წელს კომპანიამ შეისყიდა ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა “ტუბორგი“ და “ჰოლსტები“. “ტუბორგი“ 1873 წლიდან გამოდის, ხოლო  “ჰოლსტენი“ 1879 წლიდან.

1992 წლიდან “კარლსბერგი“ ლივერპულის საფეხბურთო გუნდის სპონსორი გახდა, რამაც კომპანიის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო რუსეთის ბაზარზე შესვლა, სადაც 1990 წელს დაარსებული კომპანია “ბალტიკა“ შეიძინა და დღემდე ფლობს. “ბალტიკას“ ლუდს რუსეთის ბაზრის 40%-მდე უჭირავს.

2005 წელს კომპანიამ დამფუძნებლის საპატივცემულოდ ლუდის ახალი ბრენდი – “იაკობსენი“ გამოუშვა. 2008 წელს შოტლანდიური კომპანია “Scottish & Newcastle“ შეისყიდა, რაშიც 15 მილიარდ დოლარამდე გადაიხადა.

დღეს “კარლსბერგი ჯგუფი“ 150-მდე ბერნდს აერთიანებს და მისი ლუდი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყიდება. კოპენჰაგენში აშენებულ პირველ ქარხანაში კი ლუდის წარმოება შეწყვეტილია და კომპანიის მუზეუმია გახსნილი.

გააზიარე