როგორ გამდიდრდა კომპანია HP?
HP-მ 2019 წელს 59 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 3 მილიარდი დოლარი შეადგინა. შემოსავლის მიხედვით კომპიუტერების მწარმოებელ კომპანიათა შორის მე-7 ადგილზეა. პირველ ადგილს “ეფლი“ იკავებს. HP-ის აქტივები 33.5 მილიარდი დოლარია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 27 მილიარდი დოლარი. კომპანიას 56 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
1938 წელს, კალიფორნიაში ამერიკელმა ელეკტრო ინჟინრებმა ბილ ჰიულეტმა და დევიდ პაკარდმა კომპანია Hewlett-Packard დაარსეს. კომპანიას Hewlett-Packard ერქმეოდა, თუ Packard-Hewlett მონეტის აგდებით გადაწყვიტეს. ჰიულეტი და პაკარდი კურსელები იყვნენ, მათ ერთად მიიღეს განათლება სტენფორდის უნივერსიტეტში. კომპანიის დაარსებისას ჰიულეტი 25 წლის იყო, ხოლო პაკარდი 26-ის. ტექნიკის სხვა წარმატებული კომპანიების მსგავსად Hewlett-Packard-ის ისტორიაც პატარა ავტოფარეხიდან დაიწყო. კომპანიის საწყისი კაპიტალი 538 დოლარს შეადგენდა. ბილს და დევიდს ეხმაერბოდა მათი ყოფილი ლექტორი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ფრედერიკ ტერმანი.
კომპანიის პირველი წარამტებული პროდუქტი აუდიო სისტემების ოსცილატორი (HP200A) იყო. მოდელ 200A-ს 89 დოლარად ყიდდა, როცა სხვა კომპანიების ანალოგიური პროდუქტის ფასი 200 დოლარამდე აღწევდა. პირველი მსხვილი კლიენტი კომპანია “ვოლტ დისნეი სტუდიო“ გახდა. დაარსებიდან მეორე წელს, Hewlett-Packard-მა 1,560 დოლარის მოგება მიიღო, შემოსავალმა კი 5,370 დოლარი შეადგინა.
მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია რადარებს და რადარების საწინააღმდეგო კომპონენტებს აწარმოებდა, რასაც სამხედროები იყენებდნენ.
1951 წელს, კომპანიის შემოსავალი უკვე 5.5 მლნ დოლარი იყო 215 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. 1957 წელს, Hewlett-Packard საფონდო ბირჟაზე გავიდა და საჯარო კომპანია გახდა. 1959 წელს კი პირველი ქარხანა გახსნა საზღვარგარეთ, კერძოდ გერმანიაში.
1960-იანი წლების დასაწყისში, კომპანია ყიდდა გადამცემებს, კონდენციონერებს, გამაძლიერებლებს ფონოგრაფებისთვის, ელექტრონულ სენსორებს, ტელესკოპების მართვის მოწყობილობებს და სხვა ელექტრო დანადგარებს. Hewlett-Packard ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო სილიკონ ველზე. 1963 წელს “სონი“-სთან დაიწყო თანამშრომლობა, რის შედეგად მათი საერთო პროდუქტები იაპონიაში გამოჩნდა.
1966 წელს, გამოვიდა Hewlett-Packard-ის პირველი კომპიუტერი, რომელსაც კონკურენციის გაწევა უწევდა IBM-თან. 2 წელში პირველი სამეცნიერო, მაგიდის კალკულატორი გამოუშვა. 1972 წელს კი უკვე ჯიბის კალკულატორების წარმოება დაიწყო.
პირველი პერსონალური კომპიუტერი HP-85 კომპანიამ, 1980 წელს გამოუშვა. 1984 წელს კი პერსონალური პრინტერის ThinkJet-ის გამოშვება დაიწყო. Hewlett-Packard პირველი კომპანიაა, რომელმაც პერსონალური მოხმარების კომპიუტერზე მიერთებული პრინტერი შექმნა. 1981 წელს პროდუქციის გაყიდვა ჩინეთში დაიწყო.
1985 წელს კომპანიის შემოსავალმა, 6.5 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო დასაქმებული ჰყავდა 85 ათასი ადამიანი. 1986 წელს, Hewlett-Packard-მა ინტერნეტის დომეინი HP.com დაარეგისტრირა და მსოფლიოში მე-9 კომპანია გახდა, com დომეინით.
1990-იან წლებში, კომპანიამ კომპიუტერების წარმოება გააფართოვა, რომლებიც უნივერსიტეტებზე, კვლევით და ბიზნეს ოპერაციებზე იყო გათვლილი. 1989 წელს, Hewlett-Packard-მა კომპანია Apollo Computer შეისყიდა, ხოლო 1995 წელს კომპანია Convex Computer. 1993 წლიდან ელემენტზე მომუშავე პერსონალური კომპიუტერების გამოშვება დაიწყო.
2001 წელს, Hewlett-Packard და Compaq გაერთიანდნენ. გაერთანების შედეგად მსოფლიო ბაზარზე კომპიუტერების მიწოდების ლიდერები გახდნენ. 2009 წელს კომპანიამ Electronic Data Systems შემოიერთა და IT მომსახურების ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა.
შემოსავლების მაქსიმუმს – 127 მილიარდ დოლარს Hewlett-Packard-მა 2011 წელს მიაღწია. მომდევნი წლებში კომპანიის შემოსავლები შემცირდა, რაც კონკურენტების მოძლიერებითაა განპირობებული, განსაკუთრებით “ეფლის“, “სამსუნგის“ და ჩინური ბრენდების.
2015 წელს კომპანიის ოფიციალური სახელწოდება HP Inc გახდა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on May 17, 2024
- on May 8, 2024
- on April 23, 2024
- on April 10, 2024
- on March 26, 2024
- on March 19, 2024
- on March 7, 2024
- on February 29, 2024