შერწყმისა და შეძენის პროგნოზები ბიზნესში
“გრანთ თორნთონის“ საერთაშორისო ბიზნესრეპორტის მიხედვით, მომავალი 12 თვის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკაში მოსალოდნელია შერწყმისა და შეძენის აქტივობების ზრდა. ბიზნესის მიმდინარე გეგმები და მოლოდინები უფრო და უფრო ფოკუსირდება შეძენის ღონისძიებებზე და ეს ტენდენცია განპირობებულია შესაძენ ობიექტთა ხარისხის გაუმჯობესებით.
კვლევის მიხედვით, ბიზნესების 33% გეგმავს გაფართოებას შერწყმისა და შეძენის ღონისძიებებით მომავალი 3 წლის განმავლობაში. წინა წლის მონაცემებთან შედარებით, ეს სტაბილური ზრდის მაჩვენებელია 31% – 2013 და 28% – 2012. ამ მხრივ განსაკუთრებით გააქტიურებას გეგმავენ ჩრ. ამერიკის ბიზნესები (45%), შემდეგ ლათინური ამერიკა (38%), ევროპა (32%) და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი (22%).
ამასთან, ბიზნესმენთა 43% აცხადებს, რომ გასული წლის მანძილზე განიხილეს სულ მცირე 1 შერწყმა&შეძენის შესაძლებლობა. ეს მონაცემი წინა პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია (39%).
ბიზნეს ლიდერები ბანკებს განიხილავენ ორგანიზაციის ზრდის საშუალებად. თუმცაღა, ყველაზე ფართოდ პროგნოზირებად დაფინანსების წყაროდ დაგროვილ მოგებას განიხილავენ 62%. საბანკო სესხით შერწყმა&შეძენის ღონისძიებათა დაფინანსებას ბიზნესების 57% გეგმავს, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 48% შეადგენდა.
ამავდროულად, იზრდება აქტივობა გამყიდველთა მხრიდანაც. ბიზნესმენთა 14% გეგმავს ბიზნესის გაყიდვას მომავალი 3 წლის განმავლობაში. ინდექსი გაზრდილია წინა წლების მაჩვენებლებთან შედარებით (11% – 2013 და 8% -2012).
შეინიშნება ტრადიციული საბანკო დაფინანსების მეტი ხელმისაწვდომობა და ალტერნატიული საიჯარო შესაძლებლობების გააქტიურება.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on March 23, 2015
- on March 9, 2015
- on March 2, 2015
- on February 23, 2015
- on February 21, 2015
- on February 8, 2015
- on January 23, 2015