როგორ გამდიდრდა “ჰიტაჩი?

hitachi1

კომპანია “ჰიტაჩი“ ტექნიკის მწარმოებელ იაპონურ კომპანიებს შორის ყველზე მაღალშემოსავლიანია. მისმა შემოსავალმა 2020 წელს 84 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მოგებამ კი მილიარდ დოლარამდე. კომპანიის აქტივები 95 მილიარდი დოლარია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 41 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 296 ათასამდე ადამიანი.

ნამიჰი ოდაირა

“ჰიტაჩი“, 1910 წელს იაპონელმა ელექტროინჟინერმა, ნამიჰი ოდაირამ დააარსა ქალაქ ჰიტაჩიში (კომპანიის სახელი ქალაქის სახელიდან მოდის), იბარაკის პრეფექტურაში. სიტყვა “ჰიტაჩი“ იშიფრება როგორც მზის ამოსვლა (hi-მზე, tachi – ამოსვლა). კომპანიის პირველი პროდუქტი 4 კილოვატიანი ელექტრო ძრავი იყო, რომელიც სპილენძის მოპოვების ტექნოლოგიებში გამოიყენებოდა. 2014 წელს, უკვე ტრანსფორმატორებს და ვოლტმეტრებსაც აწარმოებდა. 1916 წელს კი წყლის ტურბინების წარმოება დაიწყო. 1918 წელს კომპანიის ოფისი ქალაქ ტოკიოში გადაიტანეს.

1924 წელს “ჰიტაჩი“-მ პირველი იაპონური ელექტრო ლოკომოტივი გამუშვა. რამდენიმე წელიწადში კი ელექტრო ლიფტების წარმოება დაიწყო. 1930-იან წლებში, კომპანიას სამთავრობო ფონდები აფინანსებდნენ, რომ მეტალურგიის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები განევითარებინა.

კომპანიამ პირველი ელექტრო მაცივარი 1932 წელს შექმნა. მაცივრები დღეს “ჰიტაჩის“ ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია.

მეორე მსოფლიო ომის დროს “ჰიტაჩი“ ძალიან დაზარალდა, ქარხნების ნაწილი განადგურდა. მის დამფუძნებელს ნამიჰი ოდაირას კომპანია დაატოვებინეს. 1951 წელს, ოდაირა გარდაიცვალა. კომპანიის საქმიანობა 1949 წელს აღდგა ამერიკელების დახმარებით. ამავე წელს “ჰიტაჩი“ საჯარო კომპანია გახდა (აქციები გაყიდა). მისი აქციები ტოკიოს და ნაგოიას საფონდო ბირჟებზე განთავსდა.

1948 წლიდან, იაპონური “ეკონომიკური სასწაული“ დაიწყო, რომელიც 25 წელი გაგრძელდა. ქვეყნის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 9%-ით იზრდებოდა. ეს ყველაფერი კი იაპონური კომპანიების ხარჯზე ხდებოდა, მათ შორის “ჰიტაჩის“. 1952 წლიდან, “ჰიტაჩი“-მ კონდენციონერების წარმოება დაიწყო. 1957 წელს კი მილიონზე მეტი ელექტროტექნიკა აწარმოა. 1958 წელს, მის პროდუქციას პორტაბელური რადიო და ელექტრო მიკროსკოპები შეემატა, 1961 წელს სარეცხი მანქანები. 1974 წელს კომპიუტერების გამოშვება დაიწყო.

კომპანიის წარმატების გზაზე მნიშვნელოვანი იყო ჯერ, 1959 წელს “ჰიტაჩი ამერიკას“ დაარსება და აშშ-ის ბაზარზე შესვლა და 1982 წელს “ჰიტაჩი ევროპას“ დაარსება და ევროპის ბაზარზე გასვლა.

1985 წელს, წელიწადში უკვე 30 მლნ სხვადასხვა დანიშნულების ელექტროტექნიკა აწარმოა. 1987 წელს კი რობოტების წარმოება დაიწყო.

2000-იანი წლებიდან კონკურენციის ზრდის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, “ჰიტაჩის“ პრობლემები შეექმნა. 2006-2010 წლებში 12 მილიარდი დოლარის ზარალი ნახა. 2011 წელს მყარი დისკების მწარმოებელი, შვილობილი კომპანია “HGST“ გაყიდა 4.3 მილიარდ დოლარად. 2012 წელს, იაპონიაში ტელევიზორების წარმოება შეწყვიტა და მხოლოდ თურქეთში გააგრძელა წარმოება “ვესტელთან“ თანამშრომლობით. 2014 წლიდან მძიმე მრეწველობის განყოფილება “მიცუბიშთან“ გააერთიანა და “Mitsubishi Hitachi Power Systems“ ჩამოაყალიბა. 2017 წლიდან, “ჰონდა“-სთან დაიწყო თანამშრომლობა ელექტრომობილების ძრავების საწარმოებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში “ჰიტაჩის“ შემოსავლები შემცირდა (2014 წელს 118 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო), 84 მილიარდი დოლარის შემოსავლით იაპონურ კომპანიებს შორის მე-9 ადგილზეა. “ჰიტაჩი“-სგან კიდევ ბევრი ინოვაციაა მოსალოდნელი.

გააზიარე