საქართველო სიკვდილის პირისპირ

Forbes-HEALTH-031201
უახლოესი თვეების გამოწვევა

Ourwirldindata.org-ის მონაცემებით, 2021 წლის 24 ოქტომბრისათვის, როდესაც ეს წერილი იწერება, საქართველო მე-12 ადგილზეა სიკვდილიანობის ჯამური, კუმულაციური რაოდენობით მილიონ მოსახლეზე გადათვლით. ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანას რამდენიმე კვირაში ამ სკალაზე კიდევ უფრო „მოწინავე“ პოზიციებზე გადანაცვლება ემუქრება, რადგან მაღალია ინფიცირების მაჩვენებელიც: ბოლო შვიდი დღის საშუალო დღიური მაჩვენებლით იგი მესამე ადგილზეა.

ინფიცირების ჯამური, კუმულაციური რაოდენობით მილიონ მოსახლეზე გადათვლით საქართველო მე-4 ადგილზეა ყველა ქვეყანას შორის. იმ ქვეყნებს შორის კი, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, საქართველო პირველ ადგილზეა.

2021 წლის 17 აგვისტოს, ვხედავდი რა ვაქცინაციის არასაკმარის ტემპს და ინფიცირების შემაშფოთებლად მზარდ მაჩვენებელს, ფეისბუკზე დავწერე, რომ წლის ბოლომდე 4500 სიცოცხლეს დავკარგავდით. განვლილ 2 თვესა და 1 კვირაში, 17 აგვისტოდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, 3352 სიცოცხლე დავკარგეთ, არადა წლის ბოლომდე კიდევ 2 თვე და 1 კვირაა დარჩენილი.

ინფორმაცია ვაქცინირებულ პირთა შესახებ 2021.10.17 მდგომარეობით

ასაკი

მოსახლეობამინიმუმ ერთი დოზითორი დოზით
რაოდენობა%რაოდენობა

%

16-29

616,794191,04131%162,46626%

30-39

536,794183,08734%160,859

30%

40-49

477,579173,80036%156,321

33%

50-59

481,276173,78436%158,182

33%

60-69

519,682170,01433%155,270

30%

70-79

233,89794,30540%86,742

37%

80+

136,236

25,345

19%

22,520

17%

სულ3,002,2581,011,37634%902,660

30%

წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო

მხოლოდ სექტემბერში, ჰოსპიტალური სექტორის პიკური დატვირთვის გამო, სიკვდილიანობა (გარდაცვლილთა წილი დადასტურებულ ინფიცირებულებში) 2.43% იყო. არადა ეს მაჩვენებელი ჰოსპიტალური სექტორის არაპიკური დატვირთვის პირობებში 1.3-1.4%-ის ფარგლებში მერყეობს. მოსალოდნელიც იყო: არავაქცინირებულ ქვეყანაში ვირუსის ისეთი უკონტროლო გავრცელების პირობებში, რაც მთავრობამ ზაფხულში დაუშვა, (ა) ვირუსმა უფრო მეტი დაუცველი ადამიანი იპოვა; (ბ) ისედაც გადაღლილმა ჰოსპიტალურმა სექტორმა იმაზე დიდი ტვირთი მიიღო, ვიდრე აწევა შეეძლო.

ვაქცინაციის ამ ტემპით საზოგადოებრივ (პოპულაციურ) იმუნიტეტს ვერ მივაღწევთ, ჯოგურს – კი. ისიც იმ შემთხვევაში, თუ ახალი შტამები არ ჩნდება. ჯოგური იმუნიტეტი კი მსხვერპლს ნიშნავს, უზარმაზარ მსხვერპლს. ითვლებოდა, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის შექმნასა და სიკვდილიანობის შემცირებას შესაძლოა, ორი დოზით მთელი მოსახლეობის 60%-ის აცრა ჰყოფნოდა. დელტა ვარიანტის გათვალისწინებით, ქვეყნები 80-85%-იან მოცვას ესწრაფვიან.

საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმით ზრდასრული მოსახლეობის (3 მლნ ადამიანი) 60% დაისახა მიზნად, მაგრამ დღევანდელი ტემპით ესეც მიუღწევადი ამოცანაა. მსოფლიო თანხმდება, რომ აცრის მაჩვენებელი მთელი მოსახლეობიდან (ბავშვების ჩათვლით) უნდა დაითვალოს, რაც ბავშვების არაცრის პირობებში ნიშნავს, რომ ზრდასრულ მოსახლეობაში აცრის გაცილებით მაღალი მაჩვენებელი გვჭირდება. ვნახოთ, რას ნიშნავს ეს.

ინფიცირება, ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 2021.10.12

ასაკი

სულ ინფიცირებულიჰოსპიტალიზებული%გარდაცვლილი

%

<20

104,91913,48412.85%13

0.01%

20-29

94,11111,31412.02%21

0.02%

30-39

117,73617,51714.88%85

0.07%

40-49

95,03719,04520.04%272

0.29%

50-59

90,28426,71029.58%882

0.98%

60-69

81,98233,61641%2,178

2.66%

70-80

43,61023,51853.93%3,125

7.17%

80<

17,51611,18563.86%2,756

15.73%

სულ

645,195156,38924%9,332

1.45%

წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო

3.7 მლნ ადამიანი x 60% x 2 დოზა = 4.44 მლნ დოზა, ანუ მინიმუმ 4.44 მლნ აცრა უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, რომ სიკვდილიანობა შევამციროთ. 24 ოქტომბრის მონაცემებით ჯერჯერობით ჩატარებულია 1,948,787 აცრა, ანუ მინიმუმ 4.44 მლნ – 1,948,787 = 2.45 მლნ დოზა უნდა გაკეთდეს 31 დეკემბრამდე, რომ იანვრამდე მთავრობის მიერ დამტკიცებული ეროვნული გეგმა შესრულდეს. დღეში ეს საშუალოდ 36,000 აცრას ნიშნავს, არადა კეთდება საშუალოდ 5,500 (აგვისტოს შუაში, როდესაც დღიური აცრების რაოდენობა 26,000-28,000 იყო, თავად მთავრობა საუბრობდა ამ მაჩვენებლის 40,000-მდე გაზრდის აუცილებლობაზე).

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ვხედავთ, რომ 80-ზე მეტი წლის ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების რისკი 15%-ია (ანუ ყოველი მე-6-7 შემთხვევა ფატალურად სრულდება), აცრილი კი ამ ჯგუფის მხოლოდ 17%-ია.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი­ა, რომ რე­გი­ო­ნებ­ში:

  • სადაც მოსახლეობა უფრო ასაკოვანია, აცრის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
  • სადაც ინტერნეტის/სოციალური ქსელების მოხმარება დაბალია, სანდო ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ ნაკლებად აღწევს იმ პირობებში, როდესაც მთავრობა სატელევიზიო რეკლამას არ უშვებს.
  • გაცილებით რთულია ვაქცინაციის პუნქტამდე მისვლა (ზოგიერთი სოფლიდან რაიონულ პუნქტამდე რამდენიმე ათეული კმ-ია.
  • უფრო დაბალია სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ვიდრე თბილისში. 

შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ვირუსი ფართოდაა მოდებული რეგიონებში, მომდევნო თვეების განმავლობაში სიკვდილიანობა მეტწილად რეგიონების ასაკოვანი მოსახლეობის ხარჯზე იქნება (ვრცლად ამის თაობაზე იხილეთ publika.ge-ზე ჩემი წერილი „მივხედოთ მოხუცებს რეგიონებში“).

ვაქცინაციის ტემპის დაჩქარების არანაირი პერსპექტივა არ ჩანს, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება მოგვამზადებს მომავალი წლის გაზაფხულ-ზაფხულისთვის, მაგრამ ამ შემოდგომა-ზამთრის მატარებელი ჩავლილია. აცრილებიც დაუცველები ვართ ინფიცირების იმ მასშტაბში, რაც მოდის. საბედნიეროდ, აცრილები დაცულები ვართ სიკვდილისაგან.

რა შეგვეშალა და როდის?

2020 წლის 13 მაისს „ფორბსის“ მკითხველს შევთავაზე წერილი „ვინ მართავს კრიზისს – ჩვენ თუ ვირუსი?“. ჩემთვის მაშინვე ცხადი იყო, რა დამღუპველ შედეგებს გამოიწვევდა ეპიდემიის „ლოკდაუნებით“ და არა გააზრებული, საზოგადოების ინფორმირებაზე, საზოგადოებასთან თანამშრომლობასა და საზოგადოების დამყოლობაზე გათვლილი სტრატეგიით მართვა.

2020 წლის 21 მარტს მეც, როგორც პარლამენტის წევრმა, მხარი დავუჭირე საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გამოცხადებას, რადგან მიმაჩნდა, რომ კაცობრიობამ ძალიან ცოტა რამ იცოდა ამ ახალი ინფექციის შესახებ და საქართველოსაც, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანას, ახალ რეალობაზე გადაწყობა სჭირდებოდა.

მაგრამ გაუმართლებელი იყო მხოლოდ „ლოკდაუნების“ იმედად ყოფნა და ინფექციის პირობებში ჩვენი არსებობის ისეთი მოდუსის გამომუშავებაზე უარის თქმა, რომელიც ცხოვრების უწინდელ რიტმთან მიახლოებული იქნებოდა, მაგრამ ვირუსის უკონტროლო გავრცელებას არ დაუშვებდა. სამწუხაროდ, 2020 წლის გაზაფხულის გაუმართლებლად გახანგრძლივებული „ლოკდაუნის“ შემდეგ, როდესაც დღიურად მხოლოდ ერთეული ან ორიოდე ათეული შემთხვევა ფიქსირდებოდა და ასეთი „ლოკდაუნის“ საჭიროება ეპიდემიოლოგიურად არც იყო, 2020 წლის შემოდგომაზე – წინასაარჩევნოდ და არჩევნების მეორე ტურების ჩატარებამდე – მთავრობამ ვირუსის უკონტროლო გავრცელება დაუშვა და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებებით (კონტაქტების კვლევა, იზოლირება, პირბადის ტარების მკაცრი კონტროლი) მისი შეკავება აღარც უცდია.

მესამე ტალღის დროს, 2020 წლის შემოდგომაზე, დღიურად მიმდინარე შემთხვევების რაოდენობამ ერთ მომენტში 30,000-საც კი გადააჭარბა, მეოთხე ტალღის პიკზე, 2021 წლის აგვისტოში კი – 60,000-ს. ჰოსპიტალური სექტორის პიკური დატვირთვის პერიოდებში მთავრობამ გამოსავლად ხან ისევ „ლოკდაუნი“ დასახა (2020 წლის ნოემბრიდან 2020-2021 წლების ზამთარი-გაზაფხული), ხან კი – არათუ არაფერი მოიმოქმედა, ვირუსის უკონტროლო გავრცელება წაახალისა კიდეც შემორჩენილი რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის სრული მოშლით (2021 წლის ივლისი-აგვისტო).

გა­მო­სა­ვა­ლი ისევ ისა­ა, რაც აქამ­დეც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო:

  • ვაქცინაცია
  • პირბადის ტარება
  • ფიზიკური კონტაქტისა და მობილობის რაციონალური კონტროლი
  • კონტაქტების კვლევა და სათანადო იზოლირება.

მაგრამ ამ გამოსავალს აქვს ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა.

2020 წლის 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გამოცხადებას მხარი დავუჭირე იმიტომაც, რომ მიმაჩნდა: ამ მასშტაბის კრიზისის მართვას მთავრობის მიერ გამოცხადებული ნაბიჯებისადმი საზოგადოების მაღალი ნდობა და გამოცხადებული რეგულაციებისადმი საზოგადოების მაღალი დამყოლობა სჭირდება. საზოგადოების ნდობასა და დამყოლობას კი სჭირდება იმის დანახვა, რომ კრიზისი პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსით იმართება. მთავრობამ ოპოზიციის მხრიდან 2020 წლის 21 მარტს გაწვდილი ხელი, რასაც ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გულისხმობდა, უგულებელყო და, სამწუხაროდ, კრიზისის ერთპიროვნულ, პოლიტიკურ კონფრონტაციასა და პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე გათვლილ მართვას შეეცადა. როგორც ვხედავთ, უზარმაზარი მსხვერპლის ფასად.

ხალხისთვის ცხადად ახსნის ნაცვლად (როგორც ეს განვითარებული ქვეყნების ეპიდემიოლოგებმა გააკეთეს), რა ტიპის საფრთხეა ახალი კორონავირუსი და რამდენად საჭიროა საზოგადოების წევრების ურთიერთთანამშრომლობა მასთან მარათონული ბრძოლის გასაძლებად (ამას ვუწოდე ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა), საქართველოს მთავრობამ „მარტივი“ გზა მოძებნა: ან „ლოკდაუნი“, ან სრული უკონტროლობა.

ზემოთ აღვნიშნე, რომ ვაქცინაციის ამ ტემპით საზოგადოებრივ იმუნიტეტს ვერ მივაღწევთ. „წავიდა ის დრო, როდესაც უმცირესობა თავს ახვევდა თავის ნებას უმრავლესობას”, გვითხრა პრემიერმა ღარიბაშვილმა. უმრავლესობას კი, რომელსაც თავის დროზე არც მანქანაში ღვედის გაკეთება უნდოდა, აცრა არ უნდა. რატომ არ უნდა? იმიტომ, რომ მთავრობამ არ აუხსნა. მთავრობას რომ ეპიდემია თავიდანვე გააზრებული, საზოგადოების ინფორმირებაზე, საზოგადოებასთან თანამშრომლობასა და საზოგადოების დამყოლობაზე გათვლილი სტრატეგიით ემართა, დღეს საუბარი ვაქცინაციის სავალდებულობაზე არც იქნებოდა.

ჩემთვის სავალდებულობა მიუღებელია იმდენად, რამდენადაც იგი უმრავლეს შემთხვევაში საზოგადოებრივი უმწიფრობის კომპენსაციაა. მიმაჩნია, რომ ინფორმირებული თავისუფალი მოქალაქე არა მხოლოდ რაციონალურ არჩევანს აკეთებს, არამედ სოლიდარულსაც. ინფორმირებული თავისუფალი მოქალაქე გაცილებით მეტი თანალმობითაა გამსჭვალული სხვების მიმართ და ესმის, რომ აცრა მხოლოდ მის დასაცავად კი არაა საჭირო, არამედ სხვების დასაცავად, მათ შორის, იმათ დასაცავად, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იცრება.

იმ წაგებულ ინფორმაციულ ომში, რაც მთავრობის მიერ სტრატეგიული კომუნიკაციის არქონას მოჰყვა, სავალდებულო ვაქცინაციაზე ფიქრი, თუნდაც საჯარო სექტორისათვის, ნამდვილად ღირს. სხვაგვარად, სამწუხაროდ, მაღალია ალბათობა, ეპიდემიოლოგიის მომავალ სახელმძღვანელოებში საქართველო საჩვენებელ მაგალითად შეიტანონ. 21-ე საუკუნეში ცუდად მართული ეპიდემიის საჩვენებელ მაგალითად.

გააზიარე

Send a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *