სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელი ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურული რეორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი წელი იყო. როგორც ის Forbes Georgia-ს მაისის გამოცემაში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში აღნიშნავს, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ბაზა რეალურად გასულ წელს ჩამოყალიბდა, რამაც საფუძველი მოამზადა იმ დაგეგმილი ცვლილებებისათვის, რომელთა მიხედვითაც ენერგეტიკული ბირჟა დაიწყებს ფუნქციონირებას.
ენერგეტიკული ბირჟა სრულყოფილად მიმდინარე წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, როგორც გაირკვა, მისი სრულად ამოქმედება ექვსი თვით გადავადდება. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში ბირჟას არ ექნება ის ძირითადი ფუნქცია, რაც ფასის დადგენას გულისხმობს.
როგორც რამდენიმე დღის წინ გადაცემა „საქმიან დილაში“ ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ აღნიშნა, საუბარია საათობრივი ვაჭრობის გადავადებაზე, ხოლო რეფორმის დანარჩენი ნაწილი 1 ივლისიდან ამოქმედდება.
„ამ ბაზარზე 22 დამატებითი მომხმარებელი გადის. აქამდე იყო 15, ამას 22 მომხმარებელი დაემატება. ასევე მოხდება საქმიანობების გაყოფა და „თელასი“ და „ენერგო პრო“ აღარ მოახდენენ ელექტროენერიის მიწოდებას. ამისთვის ყალიბდება ცალკე მიმწოდებელი კომპანიები. ესეც ძალაშია და პირველ ივლისს ამოქმედდება“, – განაცხადა ირინა მილორავამ.
ამასთან, ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ 6-თვიანი გადავადება არ ნიშნავს, რომ რეფორმა ჩავარდა. “რეფორმა რომ ჩავარდნილიყო, ამას პირვეელ რიგში ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება იტყოდა, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება ამ პროცესს”.
ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმა, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აიღო, საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს.
ბირჟის ამოქმედების შემდეგ კომპანიების ნაწილი ელექტროენერგიას ენერგობირჟის საშუალებით იყიდის. პირველი ივლისი სასტარტო ეტაპია, ბაზრის სრული გახსნა მომდევნო ხუთ წელიწადშია მოსალოდნელი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლისთვის მცირე ბიზნესისა და საცალო მომხმარებლების გარდა, ნებისმიერი სუბიექტი ელექტროენერგიის შეძენას კონკურენტულ ბაზარზე, დერეგულირებული ფასით შეძლებს.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ენერგეტიკული ბაზრის გახსნის მიზნით დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, ასევე მოხდა ენერგიის ვაჭრობის ევროპული პლატფორმის ადაპტირება, ჩატარდა ენერგეტიკული ბირჟის მონაწილე კომპანიების ტრენინგები და ა.შ.“, – განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა.
მისი თქმით, ახალი ბაზრის მოდელის კონცეფციით ბაზრის გახსნისთვის დაგეგმილი ეტაპების მიხედვით, უნდა გაიზარდოს იმ მომხმარებელთა და ასევე, გენერაციის
დატოვე კომენტარი