საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დეკემბრის მიწურულს ენერგორესურსების მოხმარების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 2017 წლის შედეგები და მონაცემებია ასახული.
აღნიშნული ანგარიშის მიხედვით კიდევ უფრო ნათელი ხდება დილემა, რომელიც ენერგეტიკის სფეროში ქვეყანას გადასაჭრელი აქვს. ერთი მხრივ, იკვეთება ელექტროენერგიის მოხმარების სტაბილური ზრდის ტენდენცია, მეორე მხრივ კი წარმოების მოცულობის შემცირება, რაც სამომავლოდ პრობლემატურ საკითხად შეიძლება გადაიქცეს. ახალი ჰესების აშენების ირგვლივ წარმოქმნილმა საზოგადოებრივმა პროტესტმა ხელისუფლებაზე ზეგავლენა მოახდინა და მათი პოლიტიკა ამ ნაწილში უფრო „რბილი“ გახდა, თუმცა აღნიშნულ ციფრებს თუ დავუჯერებთ, ვნახავთ, რომ ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. წარმოებასა და მოხმარებას შორის არსებული დეფიციტი აღმოსაფხვრელია, რაც სახელმწიფოსგან ენერგორესურსების უფრო ფართოდ ათვისებას მოითხოვს.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ელექტროენერგიის გარდა სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც აერთიანებს და მიმოიხილავს, ამიტომ გადავწყვიტეთ, კვლევის ძირითადი მიგნებები ადაპტირებული სახით შემოგვეთავაზებინა.
დატოვე კომენტარი