საქართველოში ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის სექტორი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 35,5%. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს მოხმარებული ენერგორესურსების 29,4% მოდის შინამეურნეობებზე, 17,9% – მრეწველობაზე, 2,6% – მშენებლობაზე, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაზე 0,7%, ხოლო დარჩენილი 13,9% – კერძო და სახელმწიფო მომსახურების სხვა დარგებზე ნაწილდება.
საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2016 წელს, წინა წელთან შედარებით 6,8%-ით გაიზარდა და შეადგინა 11573,6 მილიონი კვტ. სთ.
2016 წლის განმავლობაში მოპოვებულია 38,6 ათასი ტონა ნედლი ნავთობი, რაც გასულ წელთან შედარებით 4,0%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
296,5 ათასი ტონა შეადგინა ქვანახშირის მოპოვებამ, რაც 3,1%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
გასულ წელს 6,6 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზის მოპოვება მოხდა, რაც გასულ წელთან შედარებით 42,1%-ით ნაკლებია.
ელექტროენერგიის მოხმარებამ 2016 წელს შეადგინა 10486,5 მლნ.კვტ.სთ , რაც გასულ წელთან შედარებით 5,9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბუნებრივი გაზის მოხმარებამ შეადგინა 2125,7 მლნ.კუბ.მ , რაც 6,8%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ხოლო ნავთობპროდუქტების მოხმარება გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 12,6%-ით.
დატოვე კომენტარი