თუ გსურთ, რომ საუკეთესო შედეგებით იმუშაოთ და საუკეთესო დრო ატაროთ, მაშინ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა შექმნათ. Forbes-ი აქვეყნებს რჩევებს, თუ როგორ შეიძლება შევქმნათ საუკეთესო “მე“. ესენია:
აკეთეთ ცოტა, მაგრამ უკეთესად
თუ თქვენ რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობთ, რამდენიმე ქუდს ატარებთ და რამდენიმე ვალდებულების შესრულება გნებავთ, ბუნებრივია დაკავებული იქნებით, თუმცა ბევრს ვერაფერს მიაღწევთ. ერთი მიმართულებით მიზანმიმართული სვლა კი წარმატების საწინდარია. რამდენიმე მიმართულებით ენერგიის ფლანგვა წამოწყებების ჩავარდნის ტოლფასია. მოიკრიბეთ ყურადღება. რაღაცების გაკეთებაზე უარი თქვით. ივარჯიშეთ და სამუშაოს ნაწილი სხვებს გადააბარეთ.
გაიღიმეთ მეტი
როდესაც იღიმით, ტვინს ბედნიერების სიგნალს გადასცემთ. ღიმილით გონს მეტი დადებითობისაკენ უბიძგებთ. უკეთესადაც გამოიყურებით, მეტად მეგობრული და ხელმისაწვდომი ჩანხართ და მყისიერად მიხვდებით რომ დაძალების გარეშე იზრდებით.
ღიმილი მოდუნებას, ბედნიერებისა და დადებითობის სიმბოლოა, მეტიც, შეუპოვრობასა და სიმტკიცესაც შეესაბამება. გაუღიმეთ თქვენს გუნდს, ოჯახსა თუ ანარეკლს. გაუღიმეთ სამყაროს და ყველაფერი ღიმილითვე გიპასუხებთ.
აწარმოეთ დღიური
ცხოვრება მოკლეა, ამიტომ აღრიცხეთ იგი. საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის გასახდომად წერეთ დღიურში. განავითარეთ საკუთარი და გარე სამყაროს აღქმის უნარი. შეიცანით მიმდევრობები და შექმენით მომავალში გამოსაყენებელი სტრატეგიები. შემდგომ, გადახედეთ ჩანაწერებს და გაოცდით თუ რაოდენ შეიცვალეთ. რას წერთ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია თუ რას აკეთებთ.
იცეკვეთ თითქოს არავინ გიყურებთ და წერეთ თითქოს არავინ წაიკითხავს. აზრებისა და კალმის დაკავშირება თავში მიმოყრილ აზრთა დალაგებაში დაგეხმარებათ. ყოველი დღის ჩანაწერი თქვენი მახსოვრობის სარკეა.
დასვით უკეთესი შეკითხვები
უკეთესი შეკითხვები საკუთარი თავის გაუმჯებესების საშუალებას მოგცემთ. „რატომ არ შემიძლია ამის გაკეთების“ ნაცვლად დასვით „რას ვიგრძნობდი რომ ეს გამეკეთებინა?“ პირველი პრობლემის შესახებაა, ხოლო მეორე მას წყვეტს. კითხვის „რატომ არის ეს სიტუაცია ცუდი?“ მაგივრად იკითხეთ – „რით არის ეს ყოველივე კარგი?“. უკეთეს კითხვას უკეთესი კითხვა მიაყოლეთ, სანამ უკეთეს პასუხს არ იპოვნით.
საკუთარი თავისადმი დასმული უკეთესი კითხვები საუბარშიც გაიმეორეთ. „რატომ“ კითხვებს „როგორები“ ამჯობინეთ.
განსაზღვრეთ რას მიიღებთ
სხვათა მოსაზრებები მოსაზრებებადვე რჩებიან. თუმცა ადვილია ამ ყოველივეს გასისხლხორცება. შესაძლოა სხვათა აზრის მიხედვითაც კი დაიწყოთ ქმედება, რაც თქვენს მეობას შეცვლის. უნდა გვახსოვდეს რომ ყოველი ადამიანი სამყაროს თავისებურად უყურებს.
გაფილტრეთ სიმართლე. დასვით კითხვები. ეს ყველაფერი თავნებობისაგან არ გააკეთოთ. სიტუაციიდან გამომდინარე იდავეთ ან თავი დაუქნიეთ. მაგრამ არასოდეს დაგავიწყდეთ თქვენებური ხედვა.
იყავით გულახდილები
ალბათ, არსებობენ ადამიანები, ადგილები თუ ნივთები, რომლებიც საკუთარი თავის გაუმჯობესებაში არ გეხმარებიან. მათ მხოლოდ ნოსტალგიის გამო ინარჩუნებთ ანდა დროის გასაყვანად გსურთ. უმჯობესია მხოლოდ ის შეინარჩუნოთ, რაც დღევანდელობას მნიშვნელობას სძენს.
შეადგინეთ სია და შეიცვალეთ. იყავით გულახდილები. მიიღეთ არასასიამოვნო გადაწყვეტილებები და იარეთ წინ. წარმოიდგინეთ თქვენ მიღწევათა ჩამონათვალი და მისდიეთ მათ.
“ხელოვნების ომის“ ავტორი სტივენ პრესფილდის განცხადებით, „უმეტესობა ჩვენგანს ორი ცხოვრება აქვს. როგორაც ვცხოვრობთ და უცხოვრებელი სხვა.“ შესაბამისად, დაუსვით თავს კითხვა – დღევანდელი ცხოვრება თქვენი მეობის ზუსტი გამოხატულებაა? მცირე ნაბიჯებით ამ ყოველივეს შეცვლა შეგიძლიათ.
დატოვე კომენტარი