გასულ წელს ერაყის ნავთობის სამინისტრომ სამი პერსპექტიული გარიგება ჩაშალა, რომლებიც ქვეყნის ნავთობის საბადოებზე ჩინეთის კონტროლის გაზრდასთან ერთად, ქვეყნიდან ნავთობის საერთაშორისო მწარმოებლების გასვლას გამოიწვევდა.
ერაყის ნავთობის სამინისტროს ოფიციალური პირებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადებით, 2021 წლის დასაწყისიდან, რუსეთის Lukoil-ისა და აშშ-ის Exxon Mobil-ის გეგმა ჩინეთის სახელმწიფო ფირმებისთვის აქციების მიყიდვასთან დაკავშირებით, ერაყის ნავთობის სამინისტროს ჩარევის შემდგომ შეჩერდა. ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებისთვის წილების მიყიდვა BP-ის მიერ განხილული ვარიანტებიდან ერთ-ერთი იყო, თუმცა ოფიციალურმა პირებმა კომპანია ამ ეტაპისთვის ერაყში დარჩენაზე დაითანხმეს.
საინტერესოა, რომ ჩინეთი – ერაყის წამყვანი ინვესტორი, ხოლო ბაღდადი პეკინის „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ბოლო წლის უდიდესი ბენეფიციარია, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის $10.5-მილიარდიანი ინვესტირებით. თუმცა ერაყის მთავარ ნავთობის საბადოებზე ჩინური ინვესტიციების გაზრდისგან ქვეყანა თავს იკავებს. ერაყის მთავრობა შეშფოთებულია, რადგან ჩინეთის გავლენის ზრდამ შესაძლოა, ქვეყნიდან დასავლური კომპანიების გასვლა გამოიწვიოს და ნაკლებად მიმზიდველი გახადოს ერაყი სხვა ინვესტიციებისთვის.
ერაყში BP-ის, Exxon-ისა და Lukoil-ის პოზიციებზე ინტერვენციები Shell-ის მიერ ერაყის უზარმაზარი ნავთობის საბადოდან, Majnoon-დან გასვლის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ერაყის ჩარევა ჩინური კომპანიების მხრიდან ენერგეტიკული გარიგებების დიდი ნაწილის მოგებამა და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაფორმებული კონტრაქტების რაოდენობამაც გამოიწვია. თუმცა, სახელმწიფო ნავთობკომპანიის ოფიციალური პირების მხარდაჭერით, Lukoil-ის მიერ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საბადოს West Qurna 2-ის წილის ჩინურ Sinopec-ისთვის მიყიდვა შეაჩერა.
ცნობისთვის, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნავთობისდან მიღებულმა შემოსავალმა ერაყის ექსპორტის – 99%, ქვეყნის ბიუჯეტის – 85% და მთლიანი შიდა პროდუქტის 42% შეადგინა.
დატოვე კომენტარი