თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა და მმართველობა გაიხანგრძლივა.
სესიის გახსნისას თურქული ლირის გაცვლითმა კურსმა 20.065 ნიშნულს მიაღწია. ეს უკანასკნელი წლის დასაწყისიდან 7%-ით დაეცა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში ღირებულების 90%-ზე მეტი დაკარგა.
ანალიტიკოსების განცხადებით, ერდოღანის ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ თურქეთის ეკონომიკაა. მათი თქმით, თურქეთის პრეზიდენტის ჰეტეროდოქსული ეკონომიკური მოდელი სულ უფრო არამდგრადი ხდება და მასში გარკვეული ცვლილებების შეტანაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანალიტიკოსების შეფასებით, ქვეყანა უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის, ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებასთან ერთად, ცხოვრების ღირებულების კრიზისი და ამოწურული სავალუტო რეზერვებია.