საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, ლარის კურსთან დაკავშირებით, 30 იანვარს საგანგებო ბრიფინგი გამართა.
“ჩვენი აზრით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როცა არსებობს რეალური საფრთხე ინფლაციური მოლოდინები გადაიზარდოს ფასების ზრდაში. ასევე, დღესდღეობით ძალიან ზარალდებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც ვალდებულებები აქვთ დოლარებში და შემოსავლები ლარში. ამიტომ, ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურება მნიშვნელოვნად გააუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მომდევნო კვირიდან დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს. ჩვენი ჩარევა იქნება თანმიმდევრული, ეტაპობრივი და იმ მოცულობის და დოზის, რაც საჭირო იქნება მაკოეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს არის ეკონომიკაში, იმ რიცხვების და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, აუცილებელია, დავიწყოთ ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით, შესაბამისი ფისკალური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების გადაგეგმვა, ანუ ახალი გეგმის გაკეთება იმისთვის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ადეკვატურად ასახავდეს და პასუხობდეს იმ გამოწვევს, რაც არის დღეს ქვეყანაში” – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
დატოვე კომენტარი