დღეს, 12 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3913 შეადგინა. აქამდე, დოლარის ბოლო შესყიდვა ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 22 აგვისტოს განახორციელა. მას შემდეგ კი პირიქით, 220 მლნ დოლარი გაყიდა, რადგან ლარი უფასურდებოდა.
დოლარის შესყიდვით ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარების ტემპი შეანელა. დღეს ბლუმბერგის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟაზე ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.3853-ის დონეზე შემცირდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით კი, ხვალ 1 დოლარი 2.3915 ლარი ეღირება.
ლარმა გამყარება მიმდინარე წლის 11 იანვრიდან დაიწყო და ბოლო სამ თვეში 13%-ით (36 თეთრით) გამყარდა.
დატოვე კომენტარი