დღეს, 26 ივნისს, გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი შეისყიდა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4077 შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა დოლარი ლარის კურსის გამყარების ტემპის შესანელებლად შეისყიდა. ამ მიზნით, ბოლო ერთ კვირაში ეროვნულ ბანკს უკვე 50 მილიონი დოლარია აქვს შესყიდული, აპრილიდან დღემდე კი 70 მილიონი დოლარი.
ხვალ, 27 ივნისს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.4075 იქნება, ხოლო ევროს მიმართ 2.6921.
დატოვე კომენტარი