დღეს, 20 დეკემბერს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7823 შეადგინა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი კი დღეს დაახლოებით 4 თეთრით გაიზარდა და 2.7831 შეადგინა. ევროს მიმართ ოფიციალური კურსი 2.8902-ია.
ეროვნულმა ბანკმა დოლარი გაყიდა, როცა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე კურსი 2.81-ს გადასცდა. ბანკის ინტერვენციამ კურსი 2.78-მდე შეამცირა, თუმცა შემდეგ ლარი ისევ გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა და ამ დროისთვის სავალუტო აუქციონზე 1 დოლარი 2.81 ლარი ღირს.
გრაფიკი: ლარის კურსი მერყეობა 20 დეკემებრს:
დატოვე კომენტარი