დღეს, 8 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1287 შეადგინა. 17 მარტიდან დღემდე სებ-მა ჯამში 235 მლნ დოლარი შეისყიდა. ეროვნული ბანკი აშშ დოლარს ლარის გამყარების სწრაფი ტემპის შენელების მიზნით ყიდულობს, თუმცა დღეს ლარი 0.0041 პუნქტით გამყარდა და ოფიციალურმა კურსმა დოლართან 2.1282 შეადგინა. ევროს მიმართ კი ლარი 0.0048 პუნქტით გამყარდა და ოფიციალური კურსით, 1 ევრო 2.4196 ლარი ღირს.
დატოვე კომენტარისხვა სიახლეები
- მსგავსი
- ავტორის სხვა სტატიები