17 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სავალუტო აუქციონზე სებ-მა 5 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3230 შეადგინა. ბოლოს სებ-მა სავალუტო აუქციონზე აშშ დოლარი 2014 წლის აგვისტოში შეისყიდა.
სებ დოლარს ყიდულობს იმ შემთხვევაში, როდესაც სავალუტო ბაზარზე საქმე გვაქვს ე.წ. „გადაცილებასთან“ (overshooting). ეს ის მომენტია, როდესაც ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურება ან გამყარება მნიშვნელოვანწილად აჟიოტაჟის გამო ხდება და რეალურად, ვალუტის კურსის სწრაფად და მნიშვნელოვნად ცვლილების წმინდა ეკონომიკური მიზეზები არ არსებობს. მეორე მხრივ, ვალუტის კურსის რყევის მაღალი სიდიდე აზარალებს ბიზნეს გარემოს გაურკვევლობის ზრდის გამო და უმჯობესია, ვალუტის კურსის გამყარება თანდათანობით ხდებოდეს, ყიდვა-გაყიდვის ფასს შორის კი რამოდენიმე თეთრის სხვაობა არ იყოს.
დატოვე კომენტარი