საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 14 ივნისს რეფინანსირების განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) არ შეცვალა და 7.0%-ზე დატოვა. 2016 წლის აპრილიდან სებ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ამცირებდა და 8%-დან 6.50%-მდე შეამცირა, თუმცა, ინფლაციის გაზრდილი დონის გამო, მიმდინარე წლის იანვრიდან ზრდა დაიწყო და თანდათანობით 7.0%-მდე გაზარდა.
გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ნიშნავს ნაკლებ ხელშეწყობას ეკონომიკურ ზრდაზე და ლარში გაცემული სესხების ნაწილის გაძვირებას. ეროვნულო ბანკი გამკაცრებულ პოლიტიკას ინარჩუნებს, რადგან ბოლო ერთ წელიწადში ინფლაციის დონე მოსალოდნელ ნიშნულზე (4%) მეტად გაიზარდა და 6.6%-ია . ინფლაციის დონის გაუარესაბა კი აქციზის გადასახადის ზრდამ გამოიწვია.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 26 ივლისს გაიმართება.
დატოვე კომენტარი