ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე გაზრდილი ინფლაციის გამო, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) 1% პუნქტით გაზარდა და ახალმა საპროცენტო განაკვეთმა 7% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლოების იმ ნაწილს, რომელსაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი აქვს, სესხის მომსახურების საფასური 1%-ით გაუძვირდა.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 4 ნოემბერს გაიმართება, სადაც კვლავ განიხილავენ რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების საკითხს.
დატოვე კომენტარი