ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 106-ე ადგილზეა

ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 106-ე ადგილზეა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გათვალისწინებით 11 485 (PPP) დოლარი იყო და ამ მაჩვენებლის სიდიდით საქართველომ 191 ქვეყანას შორის 106-ე ადგილი დაიკავა. 2017 წელს 110-ე ადგილზე ვიყავით 10 679 (PPP) დოლარით. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2019 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 12 282 (PPP) დოლარამდე გაიზრდება და რეიტინგში 104-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მაღალი ყატარაშია – 130 500 (PPP) დოლარი, მეორე ადგილზე ლუქსემბურგია 106 700 დოლარით. ყველაზე ღარიბი ქვეყანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა წლიური 712 დოლარით. ბოლოდან მეორეზე ბურუნდია 733 დოლარით. სტატისტიკაში არ მოხვდა სომალი, რომელიც სავარაუდოდ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაზე ღარიბია.

შემოსავლების მიხედვით საქართველოსთან ყველაზე ახლოს კოსოვო (11 552 დოლარი) და ლიბიაა (11 469 დოლარი).

ცხრილი: ერთ მოსახლეზე ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ტოპ-10 ქვეყანა 2018 წელს

ქვეყანა

PPP დოლარი

ყატარი

130,475

ლუქსემბურგი

106,705

სინგაპური

100,345

ბრუნეი

79,530

ირლანდია

78,785

ნორვეგია

74,356

გაერთიანებული ემირატები

69,382

ქუვეითი

67,000

შვეიცარია

64,649

ჰონგ კონგი

64,216

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *