სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან (აგვისტოსთან) შედარებით, 2%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის სექტემბერთან შედარებით 11.2%-ით არის გაზრდილი.
2019 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ფასები 0.9%-ით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 0.8% პუნქტით აისახა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა გაძვირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე – 0.2%-ით. 1%-ით გაძვირდა ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 11.9%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (13.8%), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (9.5%), ტექსტილსა და საფეიქრო ნაწარმზე (11.6%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 1.9%-ით გაძვირდა.
გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით
დატოვე კომენტარი