წლის პირველ კვარტალში უცხოური ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 23,3%-ით გაიზარდა და 434,6 მილიონი დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 82 მილიონით გაიზარდა.
იგივე პერიოდში საქართველოს 1,266,125 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. საშუალო დანახარჯმა ვიზიტორზე კი 343$ შეადგინა.
2016 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 2.17 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ფორბსისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს, ერთმა უცხოელმა ვიზიტორმა საშუალოდ 341 დოლარი დახარჯა. აღნიშნული რიცხვი არის ტურიზმიდან შემოსავლების ვიზიტორთა რაოდენობაზე გაყოფით მიღებული საშუალო მაჩვენებელი.
ტურიზმიდან შემოსავალი წარმოადგენს არარეზიდენტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული საქონლისა და მომსახურების ღირებულებას (მათ შორის უსასყიდლოდ მიღებულისაც). ეროვნული ბანკის ცნობით, გამონაკლისს წარმოადგენს უცხოური საელჩოების, საკონსულოების და მათი უცხოელი თანამშრომლების მიერ შეძენილი საქონელი და მომსახურება ტურისტული მომსახურება ასევე არ მოიცავს საქრთველოში ჩამოსვლისა და უკან დაბრუნების ხარჯებს, ის განეკუთვნება საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებას.
ტურისტული მომსახურების შეფასებისათვის საჭირო ინფორმაციის ძირითადი წყაროა სასაზღვრო პოლიციის მონაცემები საზღვრის კვეთის შესახებ.
“არარეზიდენტების ტურისტულ ხარჯებს ვაფასებთ შემდეგნაირად: შემოსულებისა და გასულების საშუალო არითმეტიკულს ვამრავლებთ კონკრეტული სასაზღვრო გამშვები პუქნტიდან შემოსული ერთი ვიზიტორის საშუალო ხარჯზე. ვიზიტორის საშუალო ხარჯის დათვლა ხორციელდება თითოეული სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიხედვით, ტურიზმის სპეციალური კვლევის შედეგებიდან გამომდინარე”, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
დატოვე კომენტარი