სს “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს” ახალი გენერალური დირექტორი, ზაზა დვალიშვილი უხელმძღვანელებს. შესაბამის ბრძანებას ხელი ეკონომიკის მინისტრმა 21 აგვისტოს მოაწერა.
მას შემდეგ, რაც ესკო ვახტანგ ამბოკაძემ დატოვა, მის მოვალეობას ზაზა დვალიშვილი 3 თვის განმავლობაში ასრულებდა. ამჟამად კი მან თანამდებობა ოფიციალურად გადაიბარა.
ზაზა დვალიშვილი 2007 წლიდან “ესკოს” გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
დატოვე კომენტარი