4 ნოემბერს „ვიონი საქართველომ“ (ბრენდი ბილაინი) პირველმა ჯგუფში ჩაატარა „კომპლაენსის ფესტივალი“ – ერთდღიანი ღონისძიება, რომელსაც ერთობლივად გაუწიეს ორგანიზება კომპანიის ეთიკისა და კომპლაენსის და ადამიანებისა და ორგანიზაციის დეპარტამენტებმა. ღონისძიებას დაესწრნენ კომპანიის თანამშრომლები ყველა ფუნქციიდან, ასევე კომპანიისა და ვიონი ჯგუფის მმართველი გუნდის წარმომადგენლები. ღონისძიების ძირითადი დანიშნულება ერთი წლის მუშაობის შეჯამება და იმ წარმატების აღნიშვნაა, რომელსაც „ვიონი საქართველომ“ მიაღწია ეთიკისა და კომპლაენსის მიმართულებით უმაღლესი სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით. კომპანიამ ასევე აღნიშნა იმ ღირებულებების მნიშვნელობა, რომლებზეც დგას მისი კორპორაციული კულტურა და მათი განხორციელება ყოველდღიურ ბიზნესსაქმიანობაში.
ეთიკა და კომპლაენსი „ვიონი საქართველოს“ განუყოფელი ნაწილია; ნაწილია იმის, თუ როგორ უძღვება კომპანია საკუთარ საქმიანობას და ეს ღირებულებებშიცაა ასახული. ამიტომაც ღონისძიებამ მოიცვა ორივე – ეთიკისა და კომპლაენსის სტანდარტები და კომპანიის კულტურა. ღონისძიება ერთგვარ შესაძლებლობად იქცა, კიდევ ერთხელ ხაზი გასმოდა ეთიკისა და კომპლაენსის მიერ ჩატარებულ სამუშაოს და მისი წარმატებით დანერგვას კომპანიაში. თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ეთიკასა და კომპლაენსთან, ასევე კომპანიის ღირებულებებთან დაკავშირებულ სახალისო თამაშებში, იხილეს ეთიკისა და კომპლაენსის მიმართულების პრეზენტაცია-შეჯამება და მოუსმინეს „ვიონი საქართველოსა“ და ვიონი ჯგუფის მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიმართვებს. ღონისძიების საკვანძო მოვლენად თანამშრომელთა დაჯილდოების ცერემონია იქცა. დაჯილდოვდნენ თანამშრომლები, რომლებიც წლის განმავლობაში გამოირჩეოდნენ ეთიკისა და კომპლაენსის სტანდარტების ზედმიწევნით შესრულებით და ასევე კოლეგები, რომლებიც კომპანიის ღირებულებების ერთგვარ ელჩებად გვევლინებიან. ღონისძიებაზე მკაცრად იყო დაცული კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციები – ყველა მონაწილე და ორგანიზატორი სრულად აცრილი იყო. კომპლაენსის ფესტივალი კომპანიის ყოველწლიური ღონისძიება გახდება.
„დღეს ჩვენ ვესწრებით ღირსშესანიშნავ ღონისძიებას – კომპლაენსის ფესტივალს, რომლითაც ვაჩვენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია პრინციპები, ეთიკა, პატიოსნება და ქცევის კოდექსი წარმატების მისაღწევად, თან ისეთი წარმატების, რომლითაც შეგიძლია, იამაყო“, – განაცხადა კაან თერზიოღლუმ, ვიონი ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც საქართველოს სპეციალურად ღონისძიებაზე დასასწრებად ეწვია.
„დღეს ‘ვიონი საქართველომ’ პირველად ჩაატარა ეთიკის, კომპლაენსისა და კულტურის ფესტივალი. ეს ღონისძიება იმის აღნიშვნას ემსახურება, თუ როგორ ვცხოვრობთ ყოველდღე, როგორ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და რა ღირებულებებზე დგას კომპანია – ყველაფერი ეს ‘ვიონი საქართველოს’ განუყოფელი ნაწილია. აღსანიშნავია, რომ როგორც კომპანიის შიგნით ვიცავთ ეთიკის უმაღლეს სტანდარტებს, ზუსტად ასევე ვმუშაობთ ჩვენს მიმწოდებლებსა და ბიზნესპარტნიორეთან – პასუხისმგებლობით, პატიოსნად და ეთიკის დაცვით“, – აღნიშნა ლაშა ტაბიძემ, „ვიონი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა.
დატოვე კომენტარი