ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესმდივანი რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ბოლო დროს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ურთიერთობებში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლებელია ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
ვთვლით, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით გაუმართლებელი და არაპროპორციულია.
ამასთან, 27 ივნისიდან აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ორ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვები უარყოფითად მოქმედებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ევროკავშირი მიუთითებს, რომ ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დატოვე კომენტარი