სამედიცინო კორპორაცია EVEX-მა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) ჯილდო მიიღო. კერძოდ, EVEX გახდა გენდერისა და ინკლუზიის კატეგორიაში ოქროს ჯილდოს მფლობელი, რომელიც გარემოს დაცვითი და სოციალური მდგრადობის თემის ფარგლებში გაიცა.
“EBRD-სგან ადგილობრივ ვალუტაში 4 მილიონი დოლარის ექვივალენტის მოცულობის სესხი მიიღო EVEX-მა, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის სერვისების უმსხვილესი პროვაიდერია. სესხი თბილისში ახალი ლაბორატორიის მშენებლობის დაფინანსებას მოხმარდება. როგორც ადგილობრივი ბაზრის ლიდერი, EVEX-ი ჯანდაცვის სექტორში გენდერული და ეკონომიკური ინკლუზიის წახალისების კუთხით სოციალურ ინოვაციებს ახორციელებს. ის ხელს უწყობს ექთნების განათლების ამაღლებას და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას საწყის ეტაპზე, რათა დაეხმაროს შრომის ბაზარზე ახალბედებს. განსაკუთრებით კი, EVEX-ი ფოკუსირებულია ექთნებისთვის სახელმძღვანელოების შექმნაზე, სწავლების შედეგების გაუმჯობესებასა და ახალგაზრდებისთვის უნარების გაძლიერებაზე“, – წერია EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მდგრადობის ჯილდო ხუთ კატეგორიაში გაიცემა: მდგრადი ენერგია, კლიმატური მედეგობა, გარემოსდაცვითი და სოციალური საუკეთესო პრაქტიკები, გარემოს დაცვითი და სოციალური ინოვაციები და გენდერი და ინკლუზია.
საერთო ჯამში 11 ქვეყნიდან 16-ი ორგანიზაცია შეირჩა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოებისთვის.
დატოვე კომენტარი