ევროზონის ჯგუფს ირლანდიის ფინანსთა მინისტრი პასქალ დონოჰო უხელმძღვანელებს. დონოჰო ხუთშაბათს აირჩიეს. მის კონკურენტებს არჩევნებში ლუქსემბურგის ფინანსთა და ესპანეთის ეკონომიკის მინისტრები წარმოადგენდნენ. ამ დრომდე ევროზონას პორტუგალიის ფინანსთა მინისტრი ხელმძღვანელობდა, თუმცა, ის მინისტრის პოსტიდან გასულ თვეს გადადგა, რაც იმას ნიშნავს რომ ევროჯგუფს ვეღარ უხელმძღვანელებდა.
ევროზონა 19 ქვეყნის გაერთიანებაა, რომელიც ერთ ვალუტას, ევროს იყენებს. მისი ხელმძღვანელი რომელიმე წევრი ქვეყნის ფინანსთა ან ეკონომიკის მინისტრი უნდა იყოს.
პასქალ დონოჰოს ევროზონის ხელმძღვანელობა საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწევს.
“ვიცით რამხელა გამოწვევების წინაშეც ვართ, მე ვიცი რამდენად ღრმაა ეს კრიზისი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად ევროჯგუფში, და ჩვენს მთავრობებთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია ამ გამოწვევების გადალახვა და გამარჯვება“, – განაცხადა ევროჯგუფის ახალარჩეულმა ხელმძღვანელმა.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში ევროჯგუფის მთავარი ამოცანაა წევრი ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინირება.
დატოვე კომენტარი