ევროკავშირმა, 10-თვიანი მუშაობის შემდეგ, მსოფლიოს 17 ქვეყნისგან შემდგარი ე.წ. “შავი სია” გამოქვეყნა, სადაც ის ქვეყნები შედიან, რომელბიც ვერ აკმაყოფილებენ ევროკავშირის სტანდარტებს საგადასახადო კანონმდებლობის კუთხით. ამასთან, აღნიშნულ ქვეყნებს არ აქვთ საგადასახადო გამჭვირვალობის სტანდარტი, აქვთ დამაზიანებელი პრეფერენციული რეჟიმები (ე.წ. ოფშორები) და არ თანამშრომლობენ ევროკავშირთან საერთაშორისო დაბეგვრის საკითხებში.
აღნიშნული 17 ქვეყანაა:
ამერიკული სამოა; ბაჰრეინი; ბარბადოსი; გრენადა, გუამი, სამხრეთ კორეა, მაკაუ, მარშალის კუნძულები, მონღოლეთი, ნამიბია, პალაუ, პანამა, სენტ ლუსია, სამოა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები.
ამასთან 47 ქვეყანა ე.წ. ნაცრისფერ სიაში მოხვდა. აღნიშნული ქვეყნები ამჟამად ევროკვშირის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, თუმცა ვალდებულები არიან საგადასახადო წესები შეცვალონ. ამისთვის მათ ევროკავშირმა ვადა 2018-2019 წლამდე მისცა.
“საგადასახადო სამოთხეებად” კი შემდეგი ქვეყნები დასახელდა:
ლუქსემბურგი; კაიმანის კუნძულები; კუნძული მენი; ჯერსი (ნორმანდიის კუნძულები); ირლანდია; მავრიკი; ბერმუდის კუნძულები; მონაკო; შვეიცარია; ბაჰამის კუნძულები.
ევროკავშირში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა ჯამში მსოფლიოს 92 ქვეყნის საგადასახადო სისტემა შეაფასა. შეფასება შემდეგი 3 კრიტერიუმით მოხდა:
- საგადასახადო გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს OECD-ის გლობალური სტანდარტების დაკმაყოფილებას;
- საერთაშორისო დაბეგვრის ახალი ნორმების დანერგვა;
- პრეფერენციული საგადასახადო რეჟიმების (ე.წ. ოფშორები) არსებობა, რომელიც ჩაითვლება დამაზიანებელ რეჟიმად სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით.
91 ქვეყანასთან ერთად შეფასდა საქართველოს საგადასახადო სისტემაც და ქვეყნის მიერ სამივე კრიტერიუმი დაკმაყოფილდა.
ევროკავშირის კრიტერიუმებთან შეუსაბამობა ჯამში 64 ქვეყანას დაუდგინდა.
დატოვე კომენტარი