2017 წლის იანვარ-აგვისტოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტმა 401 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში რუსეთის ფედერაციაში შეტანილი ქართული პროდუქციის ჯამურ ღირებულებას 65%-ით აღემატება. ევროკავშირის ბაზარზე გატანილი ქართული პროდუქციის ღირებულება 2004 წლიდან 2017 წლამდე, ყოველწლიურად აღემატება რუსეთში ექსპორტირებულ პროდუქციას. ბოლო ათ წელიწადში, 2007-2016 წლებში, ევროკავშირის ბაზარზე 4-ჯერ მეტი (3.3 მილიარდი დოლარით მეტი) ღირებულების პროდუქცია გავიტანეთ, ვიდრე რუსეთის ფედერაციაში.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირის ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკაზე 12-ჯერ დიდია. ასევე, ევროკავშირში 3.5-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე რუსეთში. საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს (თუმცა, ქართული კვების პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე დაშვება თანდათანობით ხდება), რუსეთთან კი არა. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის გაცილებით სტრატეგიულია, ვიდრე რუსული ბაზარი. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირთან ვაჭრობის გაფართოებით, საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი.
ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებს შორის მე-3 ადგილზე თურქეთია 9%-იანი წილით (152 მილიონი დოლარით), ხოლო მე-4-ზე ჩინეთია 8%-ით (136 მილიონი დოლარი)
გრაფიკი: წილი საქართველოს ექსპორტში, 2017 წლის იანვარ-აგვისტოს მიხედვით
დატოვე კომენტარი