ევროპის ავტომწარმოებელთა სტატისტიკის ცენტრის ინფორმაციით, ევროკავშირში ახლად დარეგისტრირებული ავტომობილების რიცხვი 2016 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,2%ით (1,06 მილიონით) გაიზარდა. ახალი ავტომობილების რეგისტრაციის ზრდის ტენდენცია ზედიზედ 29 თვეა გრძელდება. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელით იტალია (+17,4%) და ესპანეთი (+12,1%) გამოირჩევიან. საფრანგეთში ეს მონაცემი 3,9%–ს შეადგენს, გერმანიაში 3,3%–ს, ხოლო დიდ ბრიტანეთში 2,9%–ს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ბაზარზე წლის განმავლობაში შემცირდა Volkswagen–ის, Peugeout-Citroen–ის, Renault–ის და BMW–ის გაყიდვები. გაიზარდა Ford–ის, Fiat–ის ჯგუფის (FCA), Opel–ის და Daimler–ის გაყიდვები.
დატოვე კომენტარი