იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 968.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქსტატის წინასწარი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 775.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 192.9 მლნ. აშშ დოლარს (4.9 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-ივნისში, 2 417.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა და 1 123.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
იანვარ-ივნისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 426.9 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 16.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.0 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 1 084.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (10.8 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.9 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 511.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.6 პროცენტით ჩამორჩება.
რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-ივნისში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 27.2 პროცენტით განისაზღვრა.
იანვარ-ივნისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 916.2 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 27.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 51.6 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1 116.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (15.6 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.6 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2 032.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-ივნისში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 8.3 პროცენტი იყო.
2019 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 73.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (261.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (211.3 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (149.1 მლნ. აშშ დოლარი).
2019 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (722.1 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (430.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (416.5 მლნ. აშშ დოლარი).
დატოვე კომენტარი