ევროპის მასშტაბით ავტოინდუსტრიის დაახლოებით 1,1 მილიონი თანამშრომელი სამსახურის გარეშეა. კორონავირუსის პანდემიის გამო ავტოქარხნების დახურვის შედეგად, ისინი იძულებულები არიან სახლში დარჩნენ.
როგორც ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაცია აცხადებს, ქარხნების დახურვა ევროპაში სექტორში დასაქმებულების 40%-ზე აისახა.
“ახლა უპირველესი საკითხია – მოვახდინოთ იმ კრიზისის მართვა, რომლის წინაშეც ავტოინდუსტრია დგას და რაც ჯერ სექტორს ამ დრომდე არ გამოუცდია“, – განაცხადა ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა.
იტალიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში დაწესებული შეზღუდვების გამო ავტოქარხნები დახურეს ისეთმა მწარმოებლებმა, როგორიცაა Volkswagen-ი, BMW, Daimler-ი, Honda, Fiat Chrysler-ი, Peugeot და PSA Group-ი.
ავტოინდუსტრიის სექტორი, რომელიც უკვე ორ წელიწადზე მეტია გაყიდვების რეცესიას განიცდის, ახლა უდიდესი კრიზისის წინაშეა.
“მიწოდების ქსელი დაზარალდა, სამუშაო ძალა დაზარალდა. ავტომობილების და მისი ნაწილების წარმოების ისე წარმართვა რომ საფრთხე არ შეექმნას დასაქმებულებს, დიდი გამოწვევაა“, – განაცხადა GlobalData-ს ანალიტიკოსმა კალურ მაკრაემ.
ევროპის ინდუსტრიის ასოციაციაში აცხადებენ, რომ კონტინენტზე 14 მილიონი სამუშაო ადგილი სწორედ ავტოინდუსტრიაზე მოდის.
დატოვე კომენტარი