უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ანტიდეპრესანტების გლობალური მოხმარება მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა კი ევროპის მასშტაბით ფიქსირდება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, ანტიდეპრესანტების გამოყენება, 2000 წლიდან 2020 წლამდე, ევროპის თვრამეტ ქვეყანაში, თითქმის ორ-ნახევარჯერ გაიზარდა.
OECD-ის მონაცემები „N06A-ანტიდეპრესანტების“ დადგენილ დღიურ დოზას (DDD) მოიცავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ეს ჯგუფი აერთიანებს იმ პრეპარატებს, რომლებიც ეგზოგენური და ენდოგენური დეპრესიების სამკურნალოდ გამოიყენება.
2000 წელს ანტიდეპრესანტების საშუალო მოხმარება ევროპის თვრამეტ ქვეყანაში 1,000 ადამიანზე ყოველდღიურად 30.5 DDD-ს შეადგენდა, ხოლო 2020 წელს 147%-ით გაიზარდა და 75.3 DDD შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 18 ქვეყნიდან თოთხმეტში, ანტიდეპრესანტების მოხმარება გაორმაგდა. OECD-ის ინფორმაციით, დეპრესიისა და შფოთვის მაჩვენებელი მოსახლეობაში COVID‑19-ის პანდემიის დროსაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
2000-2020 წლების პერიოდში ყველაზე მაღალი ზრდა – 577% – ჩეხეთის რესპუბლიკაში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებლით, 38%-ით, საფრანგეთი გამოირჩეოდა. იმავე დროით პერიოდში, პორტუგალიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში, ანტიდეპრესანტების მოხმარება შესაბამისად, 304%-ით, 256%-ითა და 208%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულში დანია ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ანტიდეპრესანტების მოხმარება შემცირდა.
საინტერესოა, რომ OECD-ის მონაცემები არც ანტიდეპრესანტების ნაკლებ გამოყენებასა და მოსახლეობის ბედნიერების მაჩვენებელს შორის ადგენს რაიმე მნიშვნელოვან კავშირს. მაგალითად, ისლანდია, რომელმაც 2020 წლის მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშის მიხედვით, რიგით მეორე ბედნიერი ერის სტატუსი მოიპოვა, ევროპაში ანტიდეპრესანტების ყველაზე მაღალი მოხმარებით გამოირჩევა, ხოლო შვედეთი, ბედნიერების ანგარიშში მეექვსე ადგილით, ანტიდეპრესანტების მოხმარებით მეოთხე პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება ქვეყნების მასშტაბით ანტიდეპრესანტებზე დახარჯულ თანხას, ამ მხრივ პირველ ადგილზე გერმანიაა, 2020 წელს დახარჯული $812 მილიონით. შემდეგ მოდის ესპანეთი და იტალია, შესაბამისად $649 მილიონითა და $456 მილიონით.
ევროპის ქვეყნების ათეული, 2020 წელს, ყოველდღიურად, ანტიდეპრესანტების მოხმარების „დადგენილი დღიური დოზის“ მიხედვით (DDD) 1,000 ადამიანზე:
- ისლანდია – 153 დადგენილი დღიური დოზა
- პორტუგალია – 131 დადგენილი დღიური დოზა
- გაერთიანებული სამეფო – 108 დადგენილი დღიური დოზა
- შვედეთი – 105 დადგენილი დღიური დოზა
- ესპანეთი – 87 დადგენილი დღიური დოზა
- ბელგია – 84 დადგენილი დღიური დოზა
- ფინეთი – 82 დადგენილი დღიური დოზა
- დანია – 81 დადგენილი დღიური დოზა
- საბერძნეთი – 66 დადგენილი დღიური დოზა
- ჩეხეთი – 66 დადგენილი დღიური დოზა
Thank you for your sharing. I am worried that I lack creative ideas. It is your article that makes me full of hope. Thank you. But, I have a question, can you help me?
Your point of view caught my eye and was very interesting. Thanks. I have a question for you.