წლების მანძილზე ევრო სტაბილურობას ვერ ინარჩუნებს. 1999 წელს ევროპის ტევტონურმა ჩრდილოეთმა და ხმელთაშუა ზღვის კლუბის სამხრეთმა ერთიანი მონეტარული სისტემა მიიღო, მაგრამ ევროზონის 18 წევრს საერთო ფინანსური პოლიტიკა არა აქვს. ამის გამო ევრო სასურველი ვალუტა ვერ იქნებოდა.
მიუხედავად ამისა, ფინანსური კრიზისის დროს, 1.60-დან 1.20-მდე აშშ დოლარის შემცირების შემდეგ, მაისში ევრო 1.39-მდე გაიზარდა. და ეს ევროზონაში კრიზისის მომდევნო 2011-13 წლებში მოხდა. გარდა ამისა, ამის შემდეგ რეალური მშპ-ის დონე წელიწადში მხოლოდ 0.9% გაიზარდა და ამ წლის პირველ კვარტალში სულ 0.2% ზრდა იყო.
მართალია, რომ ფინანსური კრიზისი ევრო ზონაში მას შემდგომ შემცირდა, რაც 2012 წლის ივლისში ევროპული ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი „მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა იმისათვის, რათა ევრო შეენარჩუნებინა“, მაგრამ ევროს სიძლიერის დღეები, დეფლაციის მზარდი შიშების გამო, შეიძლება დასრულდეს.
გასულ წელთან შედარებით, მაისში, ევროზონის სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0.5%-ით გაიზარდა. საბერძნეთი, პორტუგალია და კვიპროსი უკვე განიცდიან დეფლაციას. ხოლო ირლადიაში, ესპანეთსა და იტალიაში ინფლაციის დონე თითქმის ნულს უდრის.
მთელი მსოფლიოს ცენტრალური ბანკირები ძალზე შეწუხებულნი არიან იმის გამო, რომ ევროზონაში არსებული მწირი ინფლაცია შეიძლება ქრონიკულ დეფლაციად გადაიქცეს. ამიტომაც მათ, რეზერვის სახით, 2%-იანი ინფლაციის არსებობა სურთ. იანვარში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა, დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა, დეფლაციას უწოდა „კაციჭამია, რომელიც საბოლოოდ უნდა დავამარცხოთ“.
ევროპის ცენტრალურ ბანკსა და სხვა ცენტრალურ ბანკებს ინფლაციის ეშინიათ, ისინი ბიზნესმენებსა და მომხმარებლებს ამხნევებენ და ფასების დაწევის დალოდებას ურჩევენ. ასე რომ, მარაგი და დამატებითი პოტენციალის ზრდა, ფასების შემცირება მომდევნო შეფერხებებს იწვევს. შედეგი არის ნელი ეკონომიკური ზრდა, როგორსაც იაპონია ორი წლის მანძილზე განიცდიდა.
დეფლაციის დროს სესხები რეალურ დროში იზრდება. ახალი კრედიტები არ მტკიცდება და გაკოტრების შემთხვევები მატულობს. 5 ივნისს ევროპის ცენტრალურმა ბანკმა იმ ნაბიჯების შესახებ გამოაცხადა, რომლებიც ევროს შეასუსტებენ, ვინაიდან მათ მიაჩნიათ, რომ დიდი ნაწილი დეფლაციის საფრთხისა მან გამოიწვია. მყარი ვალუტა იმპორტის ფასებს ამცირებს და შიდა კონკურენტებს აიძულებს, ფასები ასევე შეამცირონ.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავისი მთავარი საკრედიტო განაკვეთი 0.25%-დან რეკორდულად დაბალ, 0.15%-მდე შეამცირა. მან ასევე მოკლევადიანი დეპოზიტის განაკვეთი ნულიდან – 0.1%-მდე შეამცირა, რის შედეგადაც კომერციული ბანკები ევროპის ცენტრალურ ბანკს თავიანთი ფულის შენახვისთვის გადაუხდიან და მათ კრედიტების გაცემის სტიმული ექნებათ. ცენტრალურმა ბანკმა ასევე გამოაცხადა, რომ ამ წლის ბოლოს ბანკებს, სანამ ისინი კერძო სექტორისთვის სესხებს გასცემენ, იაფი კრედიტებისთვის €400 მილიარდს გამოუყოფს. ევროპის ცენტრალურ ბანკს პირდაპირი რაოდენობრივი შემსუბუქება ჯერ არ უცდია, თუმცა არაპირდაპირი მას უკვე გაუკეთებია. 2011 წლის ბოლოს და 2012 დასაწყისში მან თავის 800 წევრ ბანკს €1 ტრილიონი ასესხა, რომლის გადახდის ვადა უპრეცედენტო იყო – სამი წელი. თავის მხრივ, იმ ბანკებმა, ეს ფული ძირითადად მათთვის მთავარი საკითხების გადასაჭრელად გამოიყენეს. ესპანურმა ბანკებმა ესპანეთის მთავრობის ობლიგაციები შეიძინეს, იტალიურმა ბანკებმა – იტალიის მთავრობის ობლიგაციები და ა.შ. ამ რთულ პერიოდში სხვა ბარიერებიც იყო, ანუ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ძალაუფლება მოიპოვა.
რაოდენობრივი შემსუბუქება, ფედერალური სარეზერვო სამსახურის, ინგლისის ბანკისა და იაპონიის ბანკის სკალით რომ განხორციელებულიყო, ევროზონისთვის ნაკლებად ეფექტური იქნებოდა, ვინაიდან ფინანსირება კონცენტრირებულია იმ ბანკებში, რომელთა 70% კორპორაციულად ფინანსდება. ევროპის ცენტრალურ ბანკს კვლავ შეუძლია შეიძინოს ფასიანი ქაღალდები, მაგალითად, იპოთეკით, ავტოსესხებით, მცირე ბიზნესის კრედიტებით, კორპორაციული დავალიანებით, საბანკო კრედიტების პაკეტებითა და ასევე სახელმწიფო დავალიანებებით.
დარწმუნებული იყავით, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი, ევროს გასანადგურებლად, უფრო მეტს გააკეთებს. პორტფელებში, რომლებსაც ჩვენ ვმართავთ, ჩვენ ევროსა და დოლარს ვყიდით. ასევე, ევროპის ცენტრალური ბანკის იაპონიასა და ჩინეთთან გაერთიანება გვკარნახობს კონკურენციული დევალვაციის გლობალური რაუნდის შესახებ, რომლის მიზანი სუსტი შინაური ეკონომიკის პირობებში ექსპორტის ზრდაა. წმინდა შედეგი უფრო დიდი შემოსავალი იქნება, რომელიც ასევე სასარგებლო იქნება, როგორც თავშესაფარი გლობალური ფინანსური ალიაქოთის დროს.
გერი შილინგი არის A. Gary Shilling & Co. პრეზიდენტი და წიგნის, ეპოქა სესხების გარეშე: საინვესტიციო სტრატეგიები ნელი ზრდისა და დეფლაციის ათწლეულისთვის ავტორი(JOHN WILEY & SONS, 2011). www.forbes.COM/shilling
(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის სექტემბრის ნომერში)
დატოვე კომენტარი