ევროზონის ბანკებმა ევროპის ცენტრალური ბანკიდან (ECB) 1.31 ტრილიონი ევრო ისესხეს, რაც რეკორდული რაოდენობაა. აღნიშნული თანხა რეცესიის გამო დაზარალებული კომპანიების მიერ კრედიტებზე გაზრდილ მოთხოვნას მოხმარდება.
6 თვის წინ ამოქმედებულმა პროგრამამ, რომელიც ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გრძელვადიან რეფინანსირებას მოხმარდება, წლის დასაწყისში კორონავირუსის კრიზისის გამო მცირედი რედიზაინი განიცადა, რომლის მიხედვითაც, ბანკები მიიღებენ ფულს სულ მცირე მინუს 1%-ში.
წინასწარი პროგნოზით ვარაუდობდნენ, რომ ამ მთლიანი სესხების მოცულობა 900 მილიარდიდან 1.4 ტრილიონ ევრომდე იქნებოდა.
კომპანიებმა პანდემიის დაწყების შემდეგ საკრედიტო ხაზები დაწიეს, რაც მკვეთრად განსხვავდება ევრობლოკში დაახლოებით ათი წლის წინ ფინანსური კრიზისის პერიოდისგან.
ევროპის ცენტრალური ბანკი, რომელიც ბლოკის უმსხვილეს ბანკებს ზედამხედველობს, მსესხებლებს აძლევს უფლებას სადამსჯელო ზომების გარეშე დაწიონ თავიანთი ბუფერები და იმედოვნებს, რომ ისინი სესხების სტიმულირებას მოახდენენ.
დატოვე კომენტარი