Facebook-ი იმ მომხმარებლების გაფრთხილებას იწყებს, რომელთაც მოწონებული ან სხვა ემოციის გამომხატველი რეაგირება აქვთ გაკეთებული კორონავირუსის შესახებ ე,წ ფეიკ ნიუსზე. გაფრთხილებები მომდევო კვირებში დაიწყება. ამის შესახებ Facebook–ი იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც იანვარში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო, გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, Facebook–მა დაიწყო ეპიდემიასთან დაკავშირებით თავის პლატფორმაზე გავრცელებული დეზინფორმაციების წაშლა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ასობით ათასი შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია წაშალეს, მათ შორის იყო ისეთებიც, რომელიც ფიზიკური ზიანის მიყენების საფრთხე უქმნიდა მომხმარებელს. იყო სოციალური დისტანცირების საწინააღმდეგო ინფორმაციები, ასევე ისეთი ინფორმაციები, როგორიცაა მაგალითად თითქოს ცვილის დალევა კორონავირუსს კურნავს და ა.შ.
ამასთან, Facebook–მა ბოლო პერიოდში გაზარდა იმ პარტნიორთა რიცხვი, რომლებიც ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობენ, ასევე გაახშირეს რეკლამები სოციალურ ქსელში, რომელიც მომხმარებელს ოფიციალურ ჯანდაცვის უწყებასთან აკავშირებდა.
დატოვე კომენტარი