Facebook მა საჯარო აქციები შესაძლოა შობამდე გამოსცეს

Facebook მა საჯარო აქციები შესაძლოა შობამდე გამოსცეს

  არსებობს ვარაუდი, რომ Facebook -მა შესაძლოა აქციების პირველადი განთავსების შეთავაზება 2011 წლის ბოლომდე განახორციელოს.
მიუხედავად იმისა, რომ კერძო ბაზრებზე კომპანიის შეფასებები საკმაოდ მაღალია და $100 მილიარდით განისაზღვრება, სწორედ საწყისი სარეგისტრაციო განაცხადი წარმოაჩენს უფრო მკაფიოდ სურათს, თუ როგორია Facebook -ის რეალური მაჩვენებლები.

რეგისტრაცია ნათელს მოჰფენს მაჩვენებლებს

Groupon-ისა და LinkedIn-ის მსგავსად, Facebook -ის სავარაუდო შეფასებები ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ განსხვავებული იყო. ამის ძირითადი მიზეზი Facebook -ის საოპერაციო მაჩვენებლებთან დაკავშირებული ინფორმაციის ასიმეტრიულობაა.
მიუხედავად იმისა, რომ Facebook -ზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობა აშკარად იზრდება, Facebook -ის შემოსავლებსა და საოპერაციო საზღვრებთან დაკავშირებული ინფორმაცია საუკეთესო შემთხვევაში ცვალებადია, ვინაიდან კომპანიას საკუთარი ფინანსური მონაცემების გამოქვეყნების ვალდებულება არ გააჩნია. შედეგად, შედარებით ანონიმური წყაროს მიერ გამოაშკარავებულ ერთ ციფრს ბაზარის მღელვარების გამოწვევა შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ Groupon-ს აშკარად აქვს თავისი წილი პრობლემები, ამ პრობლემებს ნათელი მას შემდეგ მოეფინა, რაც კომპანიამ 2011 წლის ივნისში მისი პირველი S-1 სარეგისტრაციო ფორმა გამოაქვეყნა. დღსდღეობით Facebook, თავისი ამჟამინდელი 800 მილიონამდე მუდმივად მზარდი მომხმარებელთა ბაზით და 2011 წლის პირველი ნახევრისათვის $1,6 მილიარდამდე გაორმაგებული შემოსავლებით, რაიმე სახის შემაშფოთებელი სტატისტიკის მიღმა მოიაზრება.
გასული რამდენიმე თვის განმავლობაში აქციების პირველადი განთავსების ტექნიკური წარმატების შედეგად, კომპანია დარწმუნებულია, რომ საჯარო აქციების გამოცემის დრო დადგა. Facebook -ის გავრცელების ფართო არეალი და ინტერნეტსივრცეზე მისი უზარმაზარი გავლენა ამას დიდწილად მოსალოდნელ მოვლენად აქცევს.

Forbes -ის მონაცემებით, ამჟამად Facebook დაახლოებით $45 მილიარდად არის შეფასებული.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *