აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA) Gilead-ის ანტივირუსული პრეპარატი “რემდესივირი“ კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად დაამტკიცა. ამის შესახებ CNBC წერს.
ცნობისთვის, FDA-მ აღნიშნულ მედიკამენტს ჯერ კიდევ მაისში მიანიჭა საგანგებო ავტორიზაცია კორონავირუსთან ბრძოლისთვის. როგორც ამერიკული მედია წერს, “რემდესივირი“ ცალკეულ პაციენტებს ეხმარებოდა გამოჯანმრთელების ხანგრძლივობის შემცირებაში. სწორედ აღნიშნული პრეპარატით მკურნალობდნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც.
FDA-ს ავტორიზაციის მიხედვით, “რემდესივირი“ 12 წელზე მეტი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ უნდა გამოიყენონ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს პრეპარატი არის ერთადერთი, რომელიც ოფიციალურად კორონავირუსზე მკურნალობისთვის გამოიყენება ამერიკაში.
FDA-ს გადაწყვეტილების შემდეგ Gilead-ის აქციების ფასი 5%-ზე მეტად გაიზარდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ “რემდესივირი“ კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად დაახლოებით 50 ქვეყანაშია ავტორიზებული.
ამასთან, დაახლოებით 10 დღის წინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ “რემდესივირი“ არაეფექტურია კორონავირუსთან ბრძოლაში.
დატოვე კომენტარი