ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA), დაჩქარებული წესით, სისხლის კიბოს სამკურნალოდ, Pfizer-ის თერაპია დაამტკიცა. თერაპია მრავლობითი მიელომით დაავადებული იმ პაციენტთათვისაა განკუთვნილი, რომელთა მკურნალობა რთულია, ან დაავადება ხელახლა აღმოაჩნდათ ოთხი ან მეტი ტიპის მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ.
FDA-ის მიერ დამტკიცებული ელრანატამაბი, ბრენდირებული სახელწოდებით Elrexfio, ბისპეციფიკური ანტისხეულების თერაპიის კლასს განეკუთვნება. Elrexfio პაციენტებში კანქვეშ შეჰყავთ და ორგანიზმის იმუნურ სისტემას, კიბოსა და იმუნური უჯრედების შეერთებით, სიმსივნური უჯრედების განადგურებაში ეხმარება. სატესტო პერიოდში, Elrexfio-ს მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა რვა თვეს შეადგენდა. Pfizer-ის მოლოდინით, თერაპია ხელმისაწვდომი დამტკიცებიდან უახლოეს კვირებში გახდება.
კომპანიის განცხადებით, Elrexfio-ს ფასი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 44მგ და 76მგ ფლაკონისთვის შესაბამისად, $7,556 და $13,051 იქნება. თერაპიის თვიური საწყისი ღირებულება, სავარაუდოდ, $41,500-ს გაუტოლდება, თუმცა მოელიან, რომ ფასი ზოგ შემთხვევაში ბევრად დაბალი, $26,000 იქნება, რადგან პაციენტები უმეტესად ორ კვირაში ერთხელ პერიოდით დოზირებას მიმართავენ.
ცნობისთვის, მრავლობითი მიელომა სისხლის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც ძვლის ტვინში ვითარდება და შესაძლოა, მთელ ორგანიზმში გავრცელდეს. პაციენტების ნაწილს, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, დაავადების რემისია აღენიშნებათ, ავადმყოფობასთან ბრძოლას მუდმივ საჭიროებად აქცევს.