Ferrari კორონავირუსის გამო იტალიაში ორ ქარხანას ხურავს. როგორც სპორტული მანქანების იტალიურმა მწარმოებელმა განაცხადა, დროებით გაჩერდება მოდენასა და მარანელოში მდებარე ქარხნების მუშაობა. აღსანიშნავია, რომ Ferrari-მდე იტალიაში ქარხნების მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო Lamborghini-მ, რომელმაც ქარხანა 25 მარტამდე დახურა.
ავტომწარმოებლების მუშაობა მხოლოდ იტალიაში არ შეფერხებულა. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის გამო, არაერთი ქარხანა დაიხურა. მათ შორის ჩინეთში. სწორედ ჩინეთიდან მარაგდებიან ძირითადად ავტომწამროებლები ავტონაწილებით.
Ferrari-ში აცხადებენ, რომ მათ ჯანდაცვის კუთხით უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებენ, ამიტომაც მიიღეს მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, იტალიაში დაინფიცირებულთა რაოდენობა 27 900-ს აჭარბებს.
დატოვე კომენტარი