იტალიურ-ამერიკული ავტომწარმოებელი Fiat Chrysler-ი პოლონეთში დამატებით 755 მლნ ზლოტის ($203.99 მლნ) ინვესტირებას აპირებს. საუბარია ქალაქ ტიხში მდებარე ქარხანაზე, სადაც ახალი ჰიბრიდული და ელექტრო ჯიპების, Fiat-ების და Alfa Romeo-ს მოდელების წარმოება იგეგმება. ამის შესახებ პოლონეთის ვიცეპრემიერმა იაროსლავ გოუინმა განაცხადა.
Fiat Chrysler-ში გაფართოების შესახებ მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარე წელს დაიწყო.
პოლონეთის ინდუსტრიულ რეგიონში მდებარე ქარხანა კი კომპანიის უმსხვილესი საწარმოა, რომელიც 2 500 ადამიანს ასაქმებს.
როგორც ავტომწარმოებელი აცხადებს, ახალი მოდელის მანქანების მასობრივი წარმოება 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.
2018-2022 წლის გეგმების მიხედვით, Fiat Chrysler პირობას დებს, რომ ელექტრომობილების წარმოებაში კიდევ 9 მილიარდი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.
დატოვე კომენტარი